ინძაგი: “მე ამაყი ვარ”

თარიღი: დეკემბერი 15, 2014

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მას თავისი გუნდის ყოველთვის სჯეროდა.

14 დეკემბერს, “როსონერიმ” ნეაპოლელებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მე-6 წუთზე ანგარიში ჟერემი მენეზმა გახსნა, 52-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე ჯაკომო ბონავენტურამ გაზარდა.

“ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, მათ შორის ალექსი და იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები. დღეს ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და შედეგიც სახეზეა, ამაყი ვარ. “ჯენოასთან” მარცხის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ და მალე ლიდერთა სამეულშიც შევალთ”, – ამბობს ინძაგი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, 24 ქულით, “მილანი” ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ “სამპდორიას” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები