ინძაგი: „მილანის“ ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა“
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ კლუბში თავის ამბიციებზე ისაუბრა.
„კლუბის ბაზაზე თავისი ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩემს მთავარ მწვრთნელად ხილვას კიდევ ოცი წლის განმავლობაში ისურვებდა. ამიტომაც, „მილანისთვის“ სერ ალექს ფერგიუსონად ყოფნა ჩემი ოცნებაა. ამ გუნდის მაისურში ბევრს მივაღწიე, აქ ჩემი კარგად ესმით. ყველა მენეჯერი ნდობას მიცხადებს და წარმატებას მისურვებს. რა თქმა უნდა, მათ თასების მოგება სურთ. შედეგი, ბეჯითი შრომის შედეგად, აუცილებლად მოვა“, – განაცხადა „როსონერის“ თავკაცმა.