ინძაგი: “მილანს” ტორესის გოლები სჭირდება”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ “როსონერის” ფერნანდო ტორესის გოლები სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი თავდამსხმელი “მილანში” სეზონის დასაწყისში მივიდა, თუმცა “შავ-წითლების” მაისურით მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლია.
“დარწმუნებული ვარ, რომ ფერნანდო გოლების გატანას დაიწყებს, ჩვენ მისი გოლები ძალიან გვჭირდება. ტორესი ვარჯიშებზე მშვენიერია, მაგრამ მატჩების დროს, ერთიდაიგივე ხდება. ვხედავ, რომ ის ბოლომდე იხარჯება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა”, – ამბობს ინძაგი.