ინძაგი: “პენალტი არ ყოფილა”
იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი აცხადებს, რომ მსაჯი სწორად მოიქცა, როცა “როსონერის” კარის მიმართულებით პენალტი არ დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, “ინტერის” ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ადრეა რანოკიამ მსაჯები გააკრიტიკა კიდეც.
“ეს ხელით განზრახ თამაში არ ყოფილა. მართალია, ზოგჯერ ამის გამო მსაჯები პენალტს ნიშნავენ, თუმცა მე ასე არ მოვიქცეოდი.
ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველოდი, რადგან პირველ ტაიმში საგოლე მომენტები შევქმენით, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ”, – უთხრა ინძაგიმ Sky Sport Italia-ს.