ინძაგი: “ვბრაზდები, როცა გვაკრიტიკებენ – თორმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა”
“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, “იუვენტუსთან” წაგებული მატჩის (2:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. 34 ტურის შემდეგ რომაული კლუბი მეოთხე პოზიციას იკავებს 69 ქულით.
“მატჩის შემდეგ ბიჭებს მადლობა გადავუხადე, რადგანაც ყველა ამ პრობლემის მიუხედავად, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ ძლიერ მეტოქეს. მებრძოლი სული წარმოვაჩინეთ, რაც მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ბოლო დროს იღბალი არ გვწყალობს, თუმცა ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი 13 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.
ძალიან ვბრაზდები, როდესაც გვაკრიტიკებენ, რადგანაც ახლა 14 ქულით უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე გასულ სეზონში. თანაც სუპერთასი მოვიგეთ და ლიგის საგზურისთვისაც ვირძვით.
“იუვენტუსთან” მატჩის წინ თორმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, თუმცა ორგანიზების ხარჯზე მოვახერხეთ კარგი ხარისხის დადება. მეტოქეს პრობლემები გავუჩინეთ,” – აცხადებს ინძაგი.