ინგლისელებში გადახდილი დიდი თანხა და სანაცვლოდ მიღებული მინიმალური სარგებელი
ინგლისური ლიგები ლეგიონერთა სიმრავლით და მათი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. თუმცა, ნისლიან ალბიონზე ადგილობრივ მოთამაშეებშიც იხდიან დიდ თანხებს. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში მსგავსი ტრანსფერები წარუმატებლად მთავრდება.
ენდი ჯონსონი ახალგაზრდობაში “კრისტალ პელასის” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელმაც შემდეგ კარიერა “ევერტონში” გააგრძელა და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატიც იყო. მაგრამ, მაინც გაუგებარია, თუ რატომ გადაიხადა 27 წლის ფორვარდში “ფულემმა” 10 მილიონი გირვანქა. ლონდონურ კლუბშ ჩატარებული 86 თამაშში ჯონსონმა მხოლოდ 13 გოლი გაიტანა.
“ევერტონისთვის” კიდევ ერთი სარფიანი ტრანსფერი 2012 წლის ზაფხულში ჯეკ როდუელის “მანჩესტერ სიტიში” 12 მილიონად გაყიდვა იყო. ფეხბურთელი, რომელიც ლივერპულურ კლუბშიც კი არ ითვლებოდა 100 პროცენტით ძირითადის მოთამაშედ, “სიტიში” უბრალოდ დაიკარგა.
“ევერტონიდან” “სიტიში” კიდევ ერთი ტრანსფერი ჯონლეონ ლესკოტის ისტორიაა. მანჩესტერულმა კლუბმა მცველის სანაცვლოდ 22 მილიონი გირვანქა გადაიხადა. “ეტიჰადზე” გატარებული 5 სეზონიდან ლესკოტი ძირითადის სტაბილურ მოთამაშედ მხოლოდ ერთ სეზონში მოიაზრებოდა. ბოლოს კი ტურეს და კომპანის კონკურენციას ვერ გაუძლო და “ვესტ ბრომვიჩში” გადავიდა.
2000-იანების დასაწყისში სეტ ჯონსონი დიდ ტალანტად ითვლებოდა და “ლიდსმა” მის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა გადაიხადა. თუმცა, ტრავმების გამო მისი შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გამოვლინდა და პრემიერლიგიდან გავარდნილი “ლიდსიც” მას ხელფასს კონტრაქტის ამოწურვამდე უხდიდა.
იყო დრო, როდესაც ტალანტები “მანჩესტერ სიტიში” კი არ მიდიოდნენ, არამედ მანჩესტერული კლუბებიდან სხვა, გაცილებით ამბიციურ კლუბებში აგრძელებდნენ კარიერას. 2005 წელს “ჩელსიმ” “სიტიდან” შონ რაით-ფილიფსი 21 მილიონად შეიძინა. იმ დროს, ინგლისელი თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან ლონდონურ კლუბში კონკურენციას ვერ გაუძლო.
დარენ ბენტის სანაცვლოდ მის ღირებულებაზე მეტი თანხა მინიმუმ ორჯერ გადაიხადეს. 2007 წელს “ტოტენჰემმა” შემტევში კლუბისთვის სარეკორდო 16,5 მილიონი გადაიხადა და სანაცვლოდ პრემიერლიგის 60 მატჩში გატანილი 18 გოლი მიიღო. რედნაპმა მისი მოშორება გადაწყვიტა და ბენტმაც “სანდერლენდს” მიაშურა, სადაც კვლავ ბომბარდირი გახდა და 2011 წლის იანვარში “ასტონ ვილამ” ფეხბურთელში დაახლოებით 24 მილიონი გადაიხადა.
ჯონ გენრის მმართველობით “ლივერპულმა” აქცენტი ინგლისელ მოთამაშეებზე გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი სტიუარტ დაუნინგი იყო, რომელმაც მასში გადახდილი 20 მილიონი გირვანქა უბრალოდ წყალში გადაყრილ თანხად აქცია.
ახალგაზრდა ინგლისელებით გარკვეული პერიოდი არსენ ვენგერიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ფრენსის ჯეფერსის წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ, რომელშიც ლონდონელებმა 8 მილიონი გადაიხადეს, ვენგერმა ამ იდეის განხორციელებისგან თავი შეიკავა.
“ტოტენჰემი” კიდევ ერთი შეცდომა დევიდ ბენტლის სანაცვლოდ გადახდილი 15 მილიონი გირვანქაა. ნახევარმცველი “ბლექბერნში” ნამდვილი ვარსკლავი იყო, თუმცა ლონდონურ კლუბში მან თავის დამკვიდრება ვეღარ მოახერხა. ინგლისის ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოთამაშემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა…
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ენდი კეროლია, რომელშიც “ლივერპულმა” 35 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ენფილდზე გატარებული წარუამტებლი პერიოდის შემდეგ შემტევი “ვესტ ჰემში” გადაბარგდა, სადაც ტრავმების მკურნალობით არის დაკავებული.