ინგლისელი ფეხბურთელის შვილის ხუმრობის გამო სკოლებიდან მოსწავლეთა ევაკუაცია მოხდა
ინგლისელი ფეხბურთელის შვილის ბოროტი ხუმრობის გამო არაერთი სკოლა ნამდვილმა ქაოსმა მოიცვა.
მოზარდმა სოციალურ ქსელში მკვლელი ჯამბაზების ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც მეცადინეობის შემდეგ მოსწავლეებს თითქოს გარეთ ელოდნენ. შედეგად, სამართალდამცველებმა რვა სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია მოახდინეს.
“სანის” თანახმად, მოზარდი ამ ხუმრობის გამო შესაძლოა, სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხონ. წყაროს ცნობით, ბავშვის მამა ინგლისის ნაკრების წევრია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.