ინგლისი: 21-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ინგლისური პრემიერლიგის 21-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ევერტონი – მანჩსტერ სიტი
“ევერტონმა” ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და ამჯერად რობერტო მარტინესის გუნდი “სიტისთვის” სერიოზული პრობლემების შემქნას ალბათ ვერ შეძლებს.
პელეგრინის შეგირდები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. უკანასკნელი 13 მატჩიდან 11 მოიგეს და სატურნირო ცხრილში “ჩელსის” გაუთანაბრდნენ. ჩილელმა სპეციალისტმა ტრავმირებული ფორვარდების გარეშეც შეძლო შესანიშნავი შედეგის ჩვენება, მისმა კოლეგამ კი რომელუ ლუკაკუსგან მაქსიმუმის მიღება კვლავაც ვერ შეძლო.
ჩელსი – ნიუკასლი
“ნიუკასლი” სრულფასოვანი მენეჯერის გარეშე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონ კარვერს ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის გაკეთება კარგი შედეგით შეუძლია. ამოცანა რა თქმა უნდა რთულია. მართალია, “ჩელსი” “ნიუკასლთან” ბოლო 3 მატჩი ორჯერ დამარცხდა, თუმცა ეს ალან პარდიუს დროს ხდებოდა და სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ხდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ტოტენჰემთან” მარცხის შემდეგ “ჩელსის” შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მოურინიოს შეგირდები დღეს მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯებიან.
მანჩესტერ იუნაიტედი – საუთჰემპტონი
კვირას ვიქტორ ვალდესი “მანჩესტერ იუანიტედის” სათადარიგოთა სკამზე პირველად აღმოჩნდა, თუმცა მთავარი მოვლენები რა თქმა უნდა მოედანზე განვთარდება. “მანჩესტერსა” და “საუთჰემპტონს” შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, რაც პირველ წრეში მანჩესტერელთა იღბლიანი გამარჯვებითაა განპირობებული. თუმცა, მას შემდეგ კუმანის გუნდმა დაამტკიცა, რომ გრანდებთან თანაბრად თამაში შეუძლია. ამიტომაც საუთჰემპტენელთა მხრიდან შიშზე და გადამეტებულ ნერვიულობაზე საუბარი ზედმეტია. ასე რომ, ჰოლანდიელი მწვრთნელების დაპირისპირება საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
10.01 | 16:45 | სანდერლენდი | 3.75 | 3.25 | 2.15 | ლივერპული | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | ვესტ ბრომ | 2.12 | 3.25 | 3.70 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | სუონსი | 2.40 | 3.20 | 3.10 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | ლესტერ სიტი | 2.37 | 3.20 | 3.15 | ასტონ ვილა | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | ევერტონი | 3.85 | 3.55 | 1.97 | სიტი | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | ჩელსი | 1.26 | 6.20 | 14.00 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
10.01 | 19:00 | ბარნლი | 2.20 | 3.20 | 3.50 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
10.01 | 21:30 | პალასი | 3.20 | 3.20 | 3.25 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
11.01 | 17:30 | არსენალი | 1.53 | 4.10 | 6.50 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
11.01 | 20:00 | მანჩესტერი | 1.90 | 3.50 | 4.30 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით |