ინგლისი: 22-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურის პრევიუს.
ქპრ – მანჩესტერ იუნაიტედი
“მანჩესტერ იუნაიტედთან” წარუმატებელი თამაში ჰარი რედნაპისთვის ქპრ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტაზე, შესაძლოა, უკანასკნელი გახდეს. გამოცდილი მწვრთნელი გათავისუფლების ზღვარზეა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ლონდონელები პრემიერლიგაში საშინაო მატჩებს ფაქტობრივად აღარ აგებენ. ჩარლი ოსტინი კი დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების გამართლებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ეცდება.
სუონსი – ჩელსი
ახლა ამის შესახებ საუბარი ოფიციალურად შეიძელბა – უილფრედ ბონიმ “სუონსი” ოფიციალურად დატოვა. თუმცა, “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ფორვარდი აფრიკის თასზე გამგზავრების გამო ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებდა. ბონი ფრანი ბაფატემბი გომისი შეცვლის, თუმცა ლონდონელთა დაცვის გასარღვევად ეს საკმარისი არ იქნება. ჟოზე მოურინიო “ლიბერთი სთეიდიუმზე” 3 ქულისთვის ჩადის. ლონდონელებს “სიტისთან” სხვაობის თუნდაც ერთი დღით გაზრდის კარგი შანსი აქვთ.
მანჩესტერ სიტი – არსენალი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მანჩესტერი უმასპინძლებს, სადაც “ეტიჰადზე” “სიტის” ლონდონის “არსენალი” ესტუმრება.
ლონდონელებმა გასულ ტურში “სტოკის” დამაჯერებლი დამარცხება შეძლეს, თუმცა “სიტისთან” სტუმრობა გაცილებით უფრო რთული საქმეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონშ განცდილი 5 მარცხიდან ვენგერის გუნდმა 4 სწორედ გასვლით შეხვედრებში იწვნია. მაგრამ, აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც უნდა მოვიშველიოთ. “სიტი” მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა, ერთ-ერთი წაგება კი საკუთარ მოედანზე “სტოკ” სიტისთან იგემა, რომლის დამარცხებაც, როგორც უკვე ვთქვით, “არსენალმა” გასულ ტურში შეძლო.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
17.01 | 19:00 | ტოტენჰემი | 1.63 | 4.05 | 5.20 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
17.01 | 19:00 | ლესტერი | 2.65 | 3.15 | 2.85 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
17.01 | 19:00 | ვილა | 4.00 | 3.35 | 2.00 | ლივერპული | დაწვრილებით | |
17.01 | 19:00 | ბარნლი | 2.60 | 3.15 | 2.85 | კრისტალ პლ | დაწვრილებით | |
17.01 | 19:00 | ქ.პ.რ. | 5.00 | 4.00 | 1.67 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
17.01 | 19:00 | სუონსი | 5.70 | 3.80 | 1.65 | ჩელსი | დაწვრილებით | |
17.01 | 21:30 | ნიუკასლი | 2.85 | 3.20 | 2.60 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
18.01 | 17:30 | ვესტ ჰემი | 1.75 | 3.55 | 5.00 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
18.01 | 20:00 | სიტი | 1.80 | 3.75 | 4.45 | არსენალი | დაწვრილებით | |
19.01 | 23:59 | ევერტონი | 1.85 | 3.55 | 4.55 | ვესტ ბრომვიჩი | დაწვრილებით |