ინგლისი: 24-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 24-ე ტურის პრევიუს.
ტოტენჰემი – არსენალი
მოახლოებულ ტურს ორი ცენტრი აქვს და ერთ-ერთი მათგანი ლონდონშია, სადაც სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “ტოტენჰემი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან.
ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლ გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ორი ქულაა, ამიტომ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის.
მასპინძლები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ხოლო “არსენალს” დიდი დანაკლისი აქვს. ტრავმების გამო ვენგერი ალექსის სანჩსს, დიაბის, უილშირს, არტეტას და დებიუშის ვერ გამოიყენებს.
ევერტონი – ლივერპული
ტურის მეორე ცენტრალური შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართება, რომელიც მორიგ მერსისაიდულ დერბის უმასპინძლებს.
მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ორივე გუნდისთვის წარუმატებელია. განსაკუთრებით ეს “ევერტონზე” ითქმის, რომელმაც 6-მატჩიანი მოუგებელი სერია მხოლოდ გასულ ტურში შეწყვიტა. “ლივერპულმა” კი მდგომარეობა სწორდე უკანასკნელ 7 ტურში გამოასწორა, თუმცა წარუმატებელი სტარტის შედეგად ლიდერთა ჯგუფთან ჩამორჩენა ჯერ კიდევ არსებობს.
მატჩს ორი გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლები პიენარს, ოსმანს და ჰოვარდ მოისაკლისებენ, ხოლო “ლივერპულს” ლალანა, ლუკასი, მარკოვიჩი, ჯონსი და ფლანაგანი ვერ დაეხმარებიან.
ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი
ტური ლონდონში გასამართი საინტერესო დაპირისპირებით დასრულდება. დედაქალას “მანჩესტერ იუნაიტედი” ესტუმრება, რომელიც მორიგი სამი ქულის მოპოვებას “ვესტ ჰემთან” აპირებს.
მასპინძლებმა პრემიერლიგის უკანასკნელ ტურებში მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს და სეზონის სტარტზე ცხრილის ზედა ნაწილში მოპოვებული პოზიციებიც დათმეს. ვან გაალის გუნდმა კი მცირე ჩავარდნის შემდეგ უკანასკნელი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ “იუნაიტედს” “ვესტ ჰემზე” სუსტ მეტქოეებთან მოუწია დაპირისპირება.
მოახლოებულ შეხვედრაში მანჩესტერელებს მხოლოდ კერიკი დააკლდებათ, ხოლო “ვესტ ჰემი” სახოს და ტომკინსის გარეშე გავა მოედანზე.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
07.02 | 19:00 | ლესტერი | 2.50 | 3.15 | 3.00 | კრ. პალასი | დაწვრილებით | |
08.02 | 18:00 | ნიუკასლი | 2.35 | 3.25 | 3.15 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
07.02 | 16:45 | ტოტენჰემი | 3.05 | 3.40 | 2.35 | არსენალი | დაწვრილებით | |
07.02 | 19:00 | სუონსი | 1.97 | 3.40 | 4.10 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
07.02 | 19:00 | ქ.პ.რ. | 4.45 | 3.30 | 1.90 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
07.02 | 19:00 | სიტი | 1.25 | 6.25 | 11.50 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
07.02 | 19:00 | ვილა | 8.35 | 4.65 | 1.40 | ჩელსი | დაწვრილებით | |
07.02 | 21:30 | ევერტონი | 3.00 | 3.30 | 2.40 | ლივერპული | დაწვრილებით | |
08.02 | 16:00 | ბარნლი | 2.65 | 3.15 | 2.80 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
08.02 | 20:15 | ვესტ ჰემი | 3.85 | 3.40 | 2.02 | მანჩესტერი | დაწვრილებით |