ინგლისი: 25-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 25-ე ტურის პრევიუს.
არსენალი – ლესტერი
“ტოტენჰემთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ “არსენალი” საკუთარ მოედანზე “ლესტერს” მიიღებს.
ბუნუებრივია, ლონდონელები აშკარა ფავორიტები არიან და დიდი ალბათობის საშინაო შეხვედრას დამაჯერებლადაც მოიგებენ.
მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობელმებით ხვდება. “არსენალს” დიაბი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, არტეტა და დებიუში დააკლდება, თუმცა “ლესტერისთვის” ვუდის, მურის და ბაგაიოკოს არყოფნა უფრო მნიშვნელოვანი დანაკლისია
ჩელსი – ევერტონი
გათამაშების ლიდერი “ევეროტნს” უმასპინძლებს. ლივერპულელებმა შაბათს დერბის დიდი ენერგია შეალიეს და რთული წარმოსადგენია, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” ქულების მოპოვება შეძლო. იოლი მატჩი არც “ჩელსის” ჰქონდა, თუმცა “ასტონ ვილასთან” დაგეგმილი გამარჯვება ლონდონელებმა მაინც მოიპოვეს
“არისტოკრატებს” მოახლოებულ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული დიეგო კოშტა დააკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფაბრეგასის და ფილიპე ლუისის თამაშიც. “ევერტონი” კი პიენარსა და ოსმანს მოისაკლისებს.
ლივერპული – ტოტენჰემი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ენფილდი” უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის მსურველი გუნდების შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს.
გასულ ტურში “ტოტენჰემმა” ამ მიზნისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს შესანიშნავს სტილში სძლია. “ლივერპული” კი ლონდონელთა ძლევის შემთხვევაში სასურველ პოზიციას კიდევ უფრო მიუახლოვდება.
აღსანიშანვია, რომ “ტოტენჰემი” შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით, დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული მოთამაშეების გარეშე ხვდება, ხოლო “ლივერპულს” ლუკას ლეივა, ლალანა, ჯონსი და ფლანაგანი დააკლდებიან.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
10.02 | 23:45 | არსენალი | 1.30 | 5.50 | 10.10 | ლესტერი | დაწვრილებით | |
10.02 | 23:45 | ჰალ სიტი | 2.40 | 3.15 | 3.15 | ვილა | დაწვრილებით | |
10.02 | 23:45 | სანდერლენდი | 1.95 | 3.45 | 4.05 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
10.02 | 23:55 | ლივერპული | 1.95 | 3.70 | 3.75 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:45 | სტოკ სიტი | 4.90 | 3.65 | 1.75 | სიტი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:45 | ჩელსი | 1.36 | 4.85 | 9.00 | ევერტონი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:45 | საუთჰემპტონი | 1.78 | 3.65 | 4.55 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:45 | მანჩესტერი | 1.33 | 5.25 | 9.00 | ბარნლი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:55 | კრ პალასი | 2.46 | 3.20 | 3.00 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
11.02 | 23:55 | ვესტ ბრომ | 2.60 | 3.10 | 2.90 | სუონსი | დაწვრილებით |