ინგლისი: 26-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 26-ე ტურის პრევიუს.
სუონსი – მანჩესტერ იუნაიტედი
ლუი ვან გაალმა “მანჩესტერის” თავკაცის პოსტზე პირველი მარცხი სწორედ “სუონსისთან” შეხვედრისას განიცადა. მანჩესტერელებს თამაშის ხარისხის გამო კვლავ აკრიტიკებენ, თუმცა უკანასკნელლ 18 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი და მესამე პოზიცია კრიტიკოსებისთვის შესანიშნავ პასუხად გამოდგება.
“სუონსის” შედეგები ბოლო დროს უკეთესის სურვილს ტოვებს. თუმცა, ჩავარდნა მოსალოდნელი იყო. გუნდი საუკეთესო ბომბარდირის, უილფრიდ ბონის გარეშე დარჩა, რომელიც კარიერას “სიტიში” გააგრძელებს.
მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი
მოქმედი ჩემპიონები მომდევნო შეხვედრას “ნიუკასლთან” ჩაატარებენ, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე დაამარცხეს. ნიუკასლელებს მანჩესტერელებთნა ქულები უკვე 7 წელია არ აუღიათ. გარდა ამისა, მანჩესტერში აფრიკის თასიდან ჩამოსული ახალწვეულის, უილფრიდ ბონის დებიუტსაც ელიან.
გასათვალისწინებელია, რომ “სიტის” რამდენიმე დღეში “ბარსელონასთან” უწევს დაპირისპირება. არ არის გამორიცხული, რომ პელეგრინიმ გარკვეულ გადაადგილებებს მიმართოს და რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენოს.
საუთჰემპტონი – ლივერპული
ტური “სენტ-მერიზე” გასამართი ცენტრალური დაპირისპირებით დასრულდება, რომელშიც “საუთჰემპტონი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონის პირველ ტურში “საუთჰემპტონმა” საფეხბურთო საზოგადოება ლივერუპულში განცდილი მინიმალური მარცხით გააკვირვა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამჟამად, კუმანის გუნდი სატურნირო ცხრილში მერსისაიდელებს სამი პოზიციით და ოთხი ქულით უსწრებს.
ბოლო პერიოდში გუნდები განსხვავებულად ასპარეზობენ. “წმინდანებმა” ყველა ტურნირის უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგეს, “ლივერპულს” კი დამაჯერებელი დაუმარცხებელი სერია აქვს. წითლები ფორმაში შედიან, ბალოტელი გატანას იწყებს და როჯერსის გუნდი ოთხეულისკენ სრული სვლით მიიწევს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
21.02 | 19:00 | ვილა | 2.70 | 3.05 | 2.85 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | სუონსი | 3.65 | 3.35 | 2.10 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | სანდერლენდი | 2.75 | 3.10 | 2.80 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | ჰალ სიტი | 2.10 | 3.30 | 3.70 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | კრ.პალასი | 4.15 | 3.55 | 1.90 | არსენალი | დაწვრილებით | |
21.02 | 19:00 | ჩელსი | 1.25 | 6.00 | 12.15 | ბარნლი | დაწვრილებით | |
21.02 | 21:30 | სიტი | 1.33 | 5.30 | 9.50 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
22.02 | 16:00 | ტოტენჰემი | 1.87 | 3.70 | 4.05 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
22.02 | 18:00 | ევერტონი | 1.87 | 3.55 | 4.30 | ლესტერი | დაწვრილებით | |
22.02 | 20:15 | საუთჰემპტონი | 2.60 | 3.25 | 2.80 | ლივერპული | დაწვრილებით |