ინგლისი: 27-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 27-ე ტურის პრევიუს.
მანჩესტერ იუნაიტედი – სანდერლენდი
მიუხედავად დიდი სატურნირო ცხრილში დიდი სხვაობისა ამ გუნდებს შორის გარკვეული პარალელების გავლება შესაძლებლია. განსაკუთრებით ეს “მანჩესტერის” და “სანდერლენდის” თამაშის სტილზე ითქმის, რომელიც არანაირ პროგრესს არ განიცდის. “იუნაიტედისთვის” ეს ტრაგიკული არ არის, რადგან გასულ ტურამდე ვან გაალის გუნდს შედეგების მხრივ პრობლემა არ ჰქონია. “შავ კატებს” კი გადარჩენისთვის მოუწევთ ბრძოლა.
ლუი ვან გაალს დღევანდელ შეხვედრაში ტრავმირებული რობინ ვან პერსი დააკლდება. შესაბამისად, რადამელ ფალკაო კიდევ ერთ შანსს მიიღებს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არსენალი – ევეროტნი
“არენალი” ევროთასებზე ინგლისის მთავარი იმედგაცრუება გახდა. აშკარა ფავორიტის სტატუსში ლონდონელები “მონაკოსთან” საშინაო შეხვედრაში უშანსოდ დამარცხნენ.
“მეთოფეებს” გონს მოსვლა სჭირდებათ და “ევერტონთან” მატჩი ამის გასაკეთებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ლივერპულელები ლონდონლებისგან განსხვავებით ევროპულ არენაზე წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა ევროპა ლიგაზე გამოსვლა პრემიერლიგაზე უარყოფითად აისახება. ჩემპიონატში 2015 წელს ჩატარებულ 7 შეხვედრაში რობერტო მარტინესმა მხოლოდ ერთხელ მოიგო.
ლივერპული – მანჩესტერ სიტი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ენფილდი” უმასპინძლებს, სადაც “ლივერპულს” “მანჩესტერ სიტი” ესტუმრება. ევროთასებზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ გუნდების საშინაო ასპარეზს უბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონასთან” დათმო შეხვედრა, ხოლო “ლივერპული” ევროპა ლიგას “ბეშიქთაშთან” პენალტების სერიაში გამოეთიშა.
შეხვედრას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. “სიტიმ” გასულ ტურში “ჩელსისთან” ჩამორჩენა შეამცირა და ლონდონელებთან კიდევ უფრო მეტად მიახლოვებას ეცდება, “ლივერპულს” კი ოთხეულამდე სულ რაღა ორი ქულა აშორებს.
მანჩესტერელები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, მასპინძლებს კი ტრავმირებულთა მთელი რიგი ჰყავთ. მათ შორისა სტივენ ჯერარდიც, რომელმაც შესაძლოა მოახლოებულ შეხვედრაში ვერ ითამაშოს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
28.02 | 16:45 | ვესტ ჰემი | 2.20 | 3.25 | 3.50 | კრ პალასი | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | ვესტ ბრომ | 3.00 | 3.15 | 2.50 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | სტოკი | 2.10 | 3.20 | 3.85 | ჰალი | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | ნიუკასლი | 2.05 | 3.25 | 4.00 | ვილა | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | მანჩესტერი | 1.42 | 4.65 | 8.00 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | ბარნლი | 2.65 | 3.20 | 2.80 | სუონსი | დაწვრილებით | |
01.03 | 16:00 | ლივერპული | 3.00 | 3.25 | 2.50 | სიტი | დაწვრილებით | |
01.03 | 18:00 | არსენალი | 1.62 | 4.00 | 5.50 | ევერტონი | დაწვრილებით | |
07.03 | 19:00 | ქ..პ.რ. | -:- | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |||
29.04 | 22:45 | ლესტერი | -:- | ჩელსი | დაწვრილებით |