ინგლისი: 29-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ინგლისური პრემიერლიგის 29-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
არსენალი – ვესტ ჰემი
ტურის პირველი დღეს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ლონდონური დერბია. თუმცა, წესით და რიგით არსენ ვენგერი “მონაკოსთან” გასამართ საპასუხო შეხვედრაზე უნდა ფიქრობდეს, სადაც “მეთოფეებს” საკმაოდ მცირე შანსები აქვთ დარჩენილი. ის, რომ “ვესტ ჰემთან” გასამართი მატჩიც რთული იქნება ნათელია. სათქმელი ისიც არის, რომ “ჩაქუჩები” უკვე შვიდი თამაშია მოუგებლად ასპარეზობენ, თუმცა ელერდაისის შერიდებმა “ჩელსისთან” შეხვედრაში დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის თამაში არ დავიწყებიათ.
მოახლოებული შეხვედრა განსაკუთრებული ალექს სონგისთვის იქნება, რომლის დაბრუნებაზე “არსენალმ” უარი თქვა და კამერუნელსაც ალბათ ვენგერისთვის რაღაცების დამტკიცება სურს. თუმცა, მისი თმაში მცირე დაზიანების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ჩელსი – საუთჰემპტონი
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ პრემიერლიგაზე ისაუბრა.
პარიზელებთან მარცხის შემდეგ ლურჯები მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ შემოწმებას გადიან. “საუთჰემპტონი” მართალია ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს, მაგრამ “სტემფორდ ბრიჯზე” მასპნიძლების დამწუხრების სურვილი რონალდუ კუმანის შეგირდებს დიდი აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ “ჩელსის” ნახევარდაცვის ცენტრი პარიზელებთან გამართული მატჩის მსგავსად ცუდად იმქომედებს, ვიქტორ ვანიამას და მორგან შნაიდერლინს მასპინძლებისთვის პრობლემების შექმნა შეეძლებათ.
მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი
“მანჩესტერს” რთული კალენდარული პერიოდი გასულ ორშაბათს, “არსენალთან” სათასო მატჩით დაეწყო. ხვალ, ლუი ვან გაალის შეგირდები “ტოტენჰემს” მიიღებენ, შემდეგ კი “ლივერპულს” ესტუმრებიან. მომდევნო სამ შეხვედრაში კი “წითელ ეშმაკებს” “სიტი” და “ჩელსი” ელით.
“ტოტენჰემს” გამარჯვების შემთხვევაში მანჩესტერელებთან გათანაბრების შანსი აქვს. ლუი ვან გაალის გუნდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი დავიდ დე ხეას საშემსრულებლო ოსტატობაა. ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირებაც, რომელიც უგოლოდ დასრულდა, მაკრეების ბენეფისად იქცა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთს კოეფიციენტები
14.03 | 16:45 | კრ პალასი | 1.90 | 3.45 | 4.30 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | არსენალი | 1.40 | 4.60 | 8.30 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | ლესტერი | 2.20 | 3.30 | 3.40 | ჰალი | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | სანდერლენდი | 2.50 | 3.00 | 3.15 | ვილა | დაწვრილებით | |
14.03 | 19:00 | ვესტ ბრომ | 2.55 | 3.00 | 3.10 | სტოკი | დაწვრილებით | |
14.03 | 21:30 | ბარნლი | 6.10 | 4.50 | 1.50 | სიტი | დაწვრილებით | |
15.03 | 17:30 | ჩელსი | 1.65 | 3.85 | 5.60 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
15.03 | 20:00 | ევერტონი | 1.90 | 3.55 | 4.15 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
15.03 | 20:00 | იუნაიტედი | 1.95 | 3.65 | 3.80 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
16.03 | 23:59 | სუონსი | 3.95 | 3.65 | 1.95 | ლივერპული | დაწვრილებით |