ინგლისი: 31-ე ტურის პრევიუს
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 31-ე ტურის პრევიუს.
არსენალი – ლივერპული
მორიგი ინგლისური ტური ლონდონში გასამართი ცენტრალური შეხვედრით აიღებს სტარტს, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ “არსენალი” და “ლივერპული” წარსდგებიან.
ლონდონელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საშინაო ასპარეზზე არიან კონცენტრირებული, სადაც გამარჯვებების შესანიშნავი სერიის წყალობით საჩემპიონა რბოლაშიც ჩაერთვნენ. მსგავსი სერია “ლივერპულსაც” ჰქონდა, რომელიც გასულ ტურში, “მანჩესტერთან” წაგებული უმნიშვნელოვანესი მატჩით შეწყდა. ამიტომ, მერსისაიდელებს ოთხეულში მოსახვედრად დღეს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ.
მოახლოებულ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს დიაბი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი დააკლდებიან. საეჭვოა დებიუშისა და არტეტას თამაშიც. “ლივერპულს” კი გაცილებით სერიოზული პრობლემები აქვს, ვინაიდან თამაშს დისკვალიფიცირებული ჯერარდი და შკრტელი ვერ შეძლებენ.
მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა
“ჩელსიში” ჯერ კიდევ ამტკიცებენ, რომ საჩემპიონო რბოლაში ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას და ერთ-ერთ პრეტენდენტად “იუნაიტედსაც” ასახელებენ, რაც მანჩესტერული კლუბისთვის ძალიან დიდი ავანსია. თმცა, უკანასკნელ ორ ტურში ვან გაალის გუნდმა ორ კონკურენტს დამაჯერებლად სძლია და სეზონის საუკეთესო თამაშებიც აჩვენა.
პირველ წრეში “მანჩესტერმა” “ასტონ ვილას” დამარცხება ვერ შეძლო. მიუხედავად უკანასკნელ ტურში “სუონსისთან” მარცხისა, შერვუდის თავკაცობით “ვილამ” საკუთარი თამაში იპოვა და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა გააუმჯობესა. “ოლდ ტრაფორდზე” ბირმინგემელებს ეს ძალიან გამოადგებათ.
ჩელსი – სტოკ სიტი
პრემიერლიგაში აღზევების შემდეგ “სტოკს” სტემფორდ ბრიჯზე ერთხელაც არ მოუგია. “ჩელსის” ბედი მხოლოდ ლონდონელებზეა დამოკიდებული და მოურინიოც თავის შეგირდებს პირველ რიგში სიმშვიდეს სთხოვს, რადგან “ჰალთან” შეხვედრის მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. იმ მატჩში ლონდონელები ლოიკ რემიმ გადაარჩინა. სავარაუდოდ ფრანგ შემტევს დღეს ძირითადში მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. მართალია, დიეგო კოშტამ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ მოახლოებული შეხვედრისთვის 100 პროცენტით მზად არ არის.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
04.04 | 15:45 | არსენალი | 1.95 | 3.55 | 3.95 | ლივერპული | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | ვესტ ბრომ | 1.82 | 3.55 | 4.55 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | სუონსი | 2.00 | 3.30 | 4.05 | ჰალი | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | მანჩესტერი | 1.35 | 5.15 | 9.00 | ვილა | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | ლესტერი | 2.25 | 3.25 | 3.40 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | ევერტონი | 2.75 | 3.10 | 2.80 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
04.04 | 20:30 | ჩელსი | 1.32 | 5.30 | 10.00 | სტოკი | დაწვრილებით | |
05.04 | 16:30 | ბარნლი | 3.40 | 3.30 | 2.22 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
05.04 | 19:00 | სანდერლენდი | 2.65 | 3.15 | 2.80 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
06.04 | 23:00 | პალასი | 5.00 | 3.75 | 1.73 | სიტი | დაწვრილებით |