ინგლისი: 32-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის 32-ე ტურის მიმოხილვა.
ბარნლი – არსენალი
ლონდონის “არსენალმა” ზედიზე მერვე შეხვედრის მოგება შეძლო. პრემიერლიგის უკანასკნელი ორი თვის საუკეთესო გუნდმა ამჯერად “ბარნლის” საკუთარ მოედანზე მოკრძალებული ანგარიშით, 1:0 სძლია.
მატჩის ბედი მე-12 წუთზე აარონ რემზის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. ამ გამარჯვებით ლონდონელებმა მე-2 პოზიციის შენარჩუნება შეძლეს. “ბარნლი” კი ბოლოს წინაზე დაქვეითდა.
ქპრ – ჩელსი
მინიმალური გამარჯვება მოიპოვა ლონდონის “ჩელსიმაც”, რომელიც გასულ ტურში “ქპრ”-ს სტუმრობდა.
“არისტოკრატებმა” მნიშვნელოვანი სამი ქულა სესკ ფაბრეგასის მიერ გატანილი გოლით შეძლეს, რომელიც ესპანელმა 88-ე წუთზე შეაგდო და “არსენალს” სხვაობის შემცირების საშუალება არ მისცა.
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი
ტურის ცენტრალური შეხვედრა მანჩესტერში შედგა, სადაც ერმანეთის წინააღმდეგ ადგილობრივი კლუბები, “იუნაიტედი” და “სიტი” წარსდგნენ.
სანახაობრივ მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე აგუერომ გახსნა. არგენტინელმა 88-ზე შეხვედრის ბოლო გოლიც გაიტანა, თუმცა მანამდე მისი გუნდის კარი მასპინძლებმა ოთხჯერ დალაშქრეს. “იუნაიტედის” მხრიდან გოლების ავტორები იანგი, ფელაინი, მატა და სმოლინგი გახდნენ.
ამ გამაჯრვებით ვან გაალის გუნდი მესამე საფეხურზე გამყარდა და “სიტისთან” სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა.
ტურის ყველა მატჩი
11.04 | 15:45 | სუონსი სიტი | 1:1 | ევერტონი | დაწვრილებით | |||
11.04 | 18:00 | ვესტ ჰემი | 1:1 | სტოკი | დაწვრილებით | |||
11.04 | 18:00 | ვესტ ბრომვიჩი | 2:3 | ლესტერი | დაწვრილებით | |||
11.04 | 18:00 | ტოტენჰემი | 0:1 | ასტონ ვილა | დაწვრილებით | |||
11.04 | 18:00 | სანდერლენდი | 1:4 | კრპალასი | დაწვრილებით | |||
11.04 | 18:00 | საუთჰემპტონი | 2:0 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |||
11.04 | 20:30 | ბარნლი | 0:1 | არსენალი | დაწვრილებით | |||
12.04 | 16:30 | ქ.პ.რ. | 0:1 | ჩელსი | დაწვრილებით | |||
12.04 | 19:00 | მანჩესტერი | 4:2 | სიტი | დაწვრილებით | |||
13.04 | 23:00 | ლივერპული | -:- | ნიუკასლი | დაწვრილებით |