ინგლისი: 32-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის 32-ე ტურის პრევიუს.
ბარნლი – არსენალი
ლონდონის “არსენალს” მინიმუმ ერთი დღით “ჩელსისთან” სხვაობის შემცირების შანსი აქვს. “მეთოფეებმა” ზედიზედ 7 მატჩი მოიგეს და “ბარნლის” პრემიერლიგის 2015 წლის საუკეთესო გუნდის სტატუსით სტუმრობენ.
ტერფ მურზე გასამართი შეხვედრა ლონდონელებისთვის იოლი გასეირნება არ უნდა იყოს. შონ დაიჩის გუნდი მიმდინარე სეზონში ავტორიტეტთა რისხვაა. უკანასკნელ ორ საშინაო შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერებმა “მანჩესტერ სიტისთან” და “ტოტენჰემთან” კარის მშრალად შენახა მოახერხეს, მოქმედ ჩემპიონებთან კი გამარჯვება იზეიმეს.
ქპრ – ჩელსი
უკანასკნელმა ორმა შეხვედრამ “რეინჯერების” გულშემატკივრებს გარკვეული იმედები ჩაუსახა. ლონდონელებმა მეტოქეების კარში 7 გოლი გაუტანეს, რაც გათმაშების ლიდერებისთვის საყურადღებო ამბავია, “ჩელსის” დაცვა ბოლო დროს უკეთესის სურვილს ტოვებს.
მოახლოებულ შეხვედრაში “არისტოკრატებს” დიეგო კოსტა ვერ დაეხმარება, თუმცა ჟოზე მოურინიოს თქმით ძალების ეკონომიას დღევანდელ მატჩში ადგილი არ ექნება და მისი გუნდი ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით, ბოლომდე იბრძლებს.
მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი
ტურის ცენტრალურ მატჩს კვირას ოლდ ტრაფორდი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ მანჩესტერული კლუბები, “იუნაიტედი” და “სიტი” წარსდგებიან.
ეს გუნდები ბოლო წლებში საჩემპიონო რბოლის უშუალო კონკურენტები იყვნენ და დაძაბულობაც მათ შეხვედრაში მაქსიმალური იყო. თუმცა, გრადუსი არც მოახლოებულ მატჩს აკლია, რადგაც ამ შემთხვევაში ბრძოლა მინიმუმ სამეულში მოსახვედრად არის.
“იუნაიტედმა” წლის სტარტზე მცირე ჩავარდნის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორა და უკანასკნელ ტურებში ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა. საპირისპირო ვითარებაა “სიტის” ბანაკში, სადაც ამავე პერიოდში 3 თამაში წააგეს, რაც კლუბის სატურნირო მდგომარეობაზე აისახა.
მოახლოებულ მატჩში საკადრო პრობლემები მხოლოდ “იუანიტედს” აქვს, რომელსაც დისკვალიფიცირებული ევანსის გარდა შოუც დააკლდება. ასევე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ არ ითამაშებს რობინ ვან პერსიც.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
11.04 | 15:45 | სუონსი | 2.65 | 3.10 | 2.85 | ევერტონი | დაწვრილებით | |
11.04 | 18:00 | ვესტ ჰემი | 2.40 | 3.10 | 3.20 | სტოკი | დაწვრილებით | |
11.04 | 18:00 | ვესტ ბრომ | 2.40 | 3.10 | 3.20 | ლესტერი | დაწვრილებით | |
11.04 | 18:00 | ტოტენჰემი | 1.67 | 4.00 | 4.95 | ვილა | დაწვრილებით | |
11.04 | 18:00 | სანდერლენდი | 2.80 | 3.00 | 2.80 | კრ პალასი | დაწვრილებით | |
11.04 | 18:00 | საუთჰემპტონი | 1.60 | 3.90 | 5.95 | ჰალი | დაწვრილებით | |
11.04 | 20:30 | ბარნლი | 5.65 | 3.90 | 1.63 | არსენალი | დაწვრილებით | |
12.04 | 16:30 | ქ.პ.რ. | 8.00 | 4.80 | 1.40 | ჩელსი | დაწვრილებით | |
12.04 | 19:00 | მანჩესტერი | 2.70 | 3.30 | 2.80 | სიტი | დაწვრილებით | |
13.04 | 23:00 | ლივერპული | 1.45 | 4.50 | 7.25 | ნიუკასლი | დაწვრილებით |