ინგლისი: 33-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 33-ე ტურის პრევიუს.
ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი
ტურის და სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” შედგება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” წარსდგებიან.
გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში მანჩესტერელებს საჩემპიონო რბოლაში ჩართვა შეეძლებათ. ლოდონელთა არც თუ ისე კარგი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით კი ამის ალბათობით არის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “იუნაიტედი” მოახლოებულ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. სტუმრებს ლონდონში კერიკი, როხო, ბლინდი და ჯონსი დააკლდებიან. დისკვალიფიკაციის გამო კი კიდევ ერთი მცველი, ევანსი ვერ ითამაშებს. ლონდონელთა დანაკლისი შედარებით მოკრძალებულია. არისტოკრატები მხოლოდ დიეგო კოსტას მოისაკლისებენ.
მანჩესტერ სიტი – ვესტ ჰემი
თუ აქამდე მანუელ პელეგრინის საკუთარი თანამდებობის დაკარგვის არ ეშინოდა, იურგენ კლობის დორტმუნდიდან დაანონსებული წასვლის შემდეგ ჩილელმა სპეციალისტმა გარკვეული საშიშროება იგრძნო. ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ბოლო დროს მისი გუნდი ძალიან ცუდად გამოიყურება, რაც მანჩესტერელთა სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. ლიდერთა სამეულში დაბრუნების და გარკვეულწილად ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაბმის უკანასკნელი შანსი “სიტისთავის” სწორედ “ვესტ ჰემთან” მატჩია, რომლის წაგების შემთხვევაში პელეგრინის გუნდს მეოთხე პოზიციის დაკარგვის საშიშროებაც შეექმნება.
“ვესტ ჰემმა” “სიტი” პირველ წრეში დაამარცხა, თუმცა მაშინ ელერდაისს სულ სხვა გუნდი ჰყავდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონელებს ორი წამყვანი ფორვარდი, დიაფრა საკო და ენდი კეროლი ვერ დაეხმარებიან.
ნიუკასლი – ტოტენჰემი
“ნიუკასლი” ამ მომენტისთვის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი გუნდია. ნიუკასლელებმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო, რაც გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან გუნდში უამრავი ტრავმირებული მოთმაშეა. გარდა ამისა, ტრადიციულად “ნიუკასლს” “გადაწყვეტილი ამოცანის” კომპლექსიც აქვს. ყველაზე მოტივირებული გუნდში ამჟამად მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონ კარვერია, რომელსაც დაკავებული თანამდებობის შენარჩუნება სურს, თუმცა ამის ალბათობა ძალიან მცირეა. მოახლოებულ ტურში ნიუკასლს “ტოტენჰემი” სტუმრობს, რომელიც ხუთეულში მოხვედრაზე ფიქრობს და გამარჯვებაც ძალიან სჭირდება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
07.04 | 22:45 | ასტონ ვილა | 3:3 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით | |||
18.04 | 18:00 | სტოკ სიტი | -:- | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |||
18.04 | 18:00 | ლესტერ სიტი | -:- | სუონსი სიტი | დაწვრილებით | |||
18.04 | 18:00 | ჰალ სიტი | -:- | ლივერპული | დაწვრილებით | |||
18.04 | 18:00 | ევერტონი | -:- | ბარნლი | დაწვრილებით | |||
18.04 | 18:00 | კრ პალასი | -:- | ვესტ ბრომვიჩი | დაწვრილებით | |||
18.04 | 20:30 | ჩელსი | -:- | მანჩესტერი | დაწვრილებით | |||
19.04 | 16:30 | მანჩესტერ სიტი | -:- | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |||
19.04 | 19:00 | ნიუკასლი | -:- | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |||
20.04 | 22:45 | არსენალი | -:- | სანდერლენდი | დაწვრილებით |