ინგლისი: 34-ე ტურის მიმოხილვა

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 34-ე ტურის მიმოხილვას.
ბარნლი – ლესტერი
აუსტაიდერების დაძაბული შეხვედრა სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, რამაც “ლესტერს” გასავარდნი ზონიდან ამოსვლის საშუალება მისცა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა და მისი ავტორი ჯეიმი ვარდი გახდა.
“ლესტერისთვის” ეს გამარჯვება ზედიზედ მეოთხე გახლდათ, რამაც კლუბს გადარჩენის შანსი ერთი ორად გაუზარდა. “ბარნლიში” კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა და ხსენებული მატჩის შემდეგ სავსებით ლოგიკურია, რომ ბარნელები უკანასკნელ პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი
მოულოდნელი შედეგით დასრულდა ლივერპულში ჩატარებული შეხვედრა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” სამი უპასუხო გოლით დამარცხდა.
შეხვედრის დებიუტში გატანილი გოლით თავი ჯეიმს მაკარტიმ გამოიჩინა. 35-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა “ევერტონის” უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 74-ე წუთზე კევინ მირალასმა “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში მესამე გოლი გაიტანა.
“ევერტონს” სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-10 ადგილი უკავია, “მანჩესტერ იუნაიტედი” 65 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
“ჩელსისთან” მარცხის შემდეგ “მანჩესტერს” სეზონის დარჩენილ ტურებში შეცდომის უფლება არ აქვს. ვან გაალის გუნდს ვერცხლისთვის ბრძოლაც შეუძლია და ოთხეულში ადგილის დაკარგვაც.
არსენალი – ჩელსი
ინგლისური პრემიერლიგის გასული ტურის და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, რამაც “ჩელსის” წისქვილზე დაასხა წყალი და ჩემპიონობაც ფაქტობრივად გაუნაღდა.
შეხვედრამ საკმაოდ თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. გამარჯვების მოპოვება როგორც “არსენალს”, ასევე “ჩელსისაც” შეეძლო, თუმცა ლოგიკური შედეგი სწორედ ფრე იყო.
ამრიგად, “ჩელსი” 77 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერბს, “არსენალს” 67 ქულით მესამეზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული.
ტურის ყველა მატჩი
25.04 | 15:45 | საუთჰემპტონი | ![]() |
2:2 | ![]() |
ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ვესტ ბრომვიჩი | ![]() |
0:0 | ![]() |
ლივერპული | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | სტოკ სიტი | ![]() |
1:1 | ![]() |
სანდერლენდი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ქ.პ.რ. | ![]() |
0:0 | ![]() |
ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ნიუკასლი | ![]() |
2:3 | ![]() |
სუონსი სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | კრ პალასი | ![]() |
0:2 | ![]() |
ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ბარნლი | ![]() |
0:1 | ![]() |
ლესტერ სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 20:30 | სიტი | ![]() |
3:2 | ![]() |
ასტონ ვილა | დაწვრილებით | |
26.04 | 16:30 | ევერტონი | ![]() |
3:0 | ![]() |
მანჩესტერი | დაწვრილებით | |
26.04 | 19:00 | არსენალი | ![]() |
0:0 | ![]() |
ჩელსი | დაწვრილებით |