ინგლისი: 34-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 34-ე ტურის პრევიუს.
ბარნლი – ლესტერი
ამ გუნდების დაპირისპირება პრემიერლიგის ტურის პირველი დღის ცენტრალური მატჩია. ჩემპიონშიპის გასული სეზონის საუკეთესო გუნდები წელს პრემიელრიგაში დასარჩენად იბრძვიან და ერთმანეთის მთავარი კონკურენტებიც არიან.
ბოლო პერიოდში “ლესტერმა” აშკარად მოუმატა, რასაც ვერ ვიტყვით “ბარნლიზე”, რომელსაც საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. შონ დაიჩის გუნდის მთავარი პრობლემა გოლების გატანა გახდა, რაც გუნდის მთავარი გოლეადორის, დანი ინგზის ცუდ ფორმას უკავშირდება.
“ლესტერში” კი სიტუაცია საპირისპირა. უკანასკნელ სამ ტურში ნაიჯელ პიროსნი შეგირდებმა 7 გოლი გაიტანეს, რაც 9 ქულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი
ამ გუნდების შეხვედრისას ძალაუნებურად დევიდ მოიესის სახელი გვახსენდება, თუმცა შოტლანდიელი მენეჯერის ურთიერთობა ორივე კლუბთან უკვე წარსულს ჩაბარდა. “მანჩესტერისთვის” ეს ფაქტი პოზიტიური აღმოჩნდა, რასაც “ევერტონზე” ვერ ვიტყვით.
მართალია, გასულ სეზონში რობერტო მარტინესმა ლივერპულურ კლუბში ნორმალური სეზონი ჩაატარა, მაგრამ წელს “ევერტონის” შედეგები უკეთესის სურვილს ტოვებს. უკანასკნელ 4 ტურში მოპოვებული 3 გამარჯვებაც კი მხოლოდ სეზონის ათეულში დასრულების შანსს იძლევა.
“ჩელსისთან” მარცხის შემდეგ “მანჩესტერ” სეზონის დარჩენილ ტურებში შეცდომის უფლება არ აქვს. ვან გაალის გუნდს ვერცხლისთვის ბრძოლაც შეუძლია და ოთხეულში ადგილის დაკარგვაც.
არსენალი – ჩელსი
ტურის და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი თავარი მატჩი ლონდონში შედგება, სადაც “ემირეითზე” “არსენალი” “ჩელსის” მიიღებს.
მოურინიოს გუნდა “მანჩესტერის” დამარცხებით ჩემპიონობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. მოახლოებულ მატჩი წარმატება კი “არისტოკრატების” ტრიუმფს ფაქტობრივად გარდაუვალს გახდის.
თავის მხრივ “არსენალი” იოლად არაფრის დათმობას არ აპირებს. გარდა იმისა, რომ მოგების შემთხვევაში ლონდონელები ჩემპიონობის თეორიულ შანსს შეინარჩუნებენ, მათ მეორე პოზიციის შესანარჩუნებლადაც უწევთ ბრძოლა, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
მოახლოებულ შეხვედრაში “არსენალს” მერტეზაკრერი, დიაბი და ოქსლეიდ-ჩემბერლენი ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ჩელსის” შემადგენლობაში დიეგო კოშტა და დიდი ალბათობით ლოიკ რემიც ვერ ითამაშებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
25.04 | 15:45 | საუთჰემპტონი | ![]() |
-:- | ![]() |
ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ვესტ ბრომვიჩი | ![]() |
-:- | ![]() |
ლივერპული | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | სტოკ სიტი | ![]() |
-:- | ![]() |
სანდერლენდი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ქ.პ.რ. | ![]() |
-:- | ![]() |
ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ნიუკასლი | ![]() |
-:- | ![]() |
სუონსი სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | კრპალასი | ![]() |
-:- | ![]() |
ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 18:00 | ბარნლი | ![]() |
-:- | ![]() |
ლესტერ სიტი | დაწვრილებით | |
25.04 | 20:30 | სიტი | ![]() |
-:- | ![]() |
ასტონ ვილა | დაწვრილებით | |
26.04 | 16:30 | ევერტონი | ![]() |
-:- | ![]() |
მანჩესტერი | დაწვრილებით | |
26.04 | 19:00 | არსენალი | ![]() |
-:- | ![]() |
ჩელსი | დაწვრილებით |