ინგლისი: 35-ე ტურის მიმოხილვა

თარიღი: მაისი 5, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 35-ე ტურის პრევიუს.

 

ლესტერი – ნიუკასლი

ცოტა ხნის წინ უიმედო აუტსაიდერმა “ლესტერ სიტიმ” მოგებათა სერია “ჩელსისთან” აღებული პაუზის შედმეგ “ნიუკასლთან” გააგრძელა და კარვერის გუნდი გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართო.

გასული ტურის შეხვედრაში ლესტერელებმა ნიუკასლელების რბევა პირველივე წუთიდან ულოას გოლით დაიწყეს, მეჩვიდმეტე წუთზე კი მორგანის ზუსტი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. მესამე გოლი “ნიუკასლის” კარში შესვენების შემდეგ 3 წუთში გავიდა და მისი ავტორი კვლავ ულოა გახდა, რომელმაც ამჯერად 11 მეტრიანის ნიშნულიდან დალაშქრა კრულის კარი.

აღსანიშნავია, რომ 62-ზე ვილიამსონის და 90-ე წუთზე იანმაატის გაძევების შემდეგ სტუმრებმა შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრეს.

ამრიგად, “ლესტერი” გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და 34 ქულით მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა. “ნიუკასლი” კი 34-ით მეთხუთმეტეა.

 

ჩელსი – კრისტალ პელასი 

გასული ტურის მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” გაჩემპიონება იყო. ლონდონელებმა “კრისტალ პელასთან” შეხვედრა მინიმალურად მოიგეს და გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე ტიტული ოფიციალურად გაინაღდეს.

სიმბოლურია, რომ საჩემპიონო მატჩი “ჩელსის” გამარჯვება ედენ აზარმა 45-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა. ბელგეილი ფეხბურთელი ახალი ფორმაციის “ჩელსის” მთავარი ფიგურა და იმედია და მისი როლი “არისტოკრატთა” წარმატებაში რა თქმა უნდა ძალიან დიდია.

საერთო ჯამში კი, “ჩელსიმ” ჩემპინობა დამსახურებულად მოიგო და მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობა ლოგიკური შედეგითაც დაასრულა.

 

ბრძოლა ევროპისთვის

ზედიზედ მესამე მატჩი დათმო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელიც სეზონის დასკვნით ნაწილს ცუდ ფორმაში ხვდება. ამჯერად ლუი ვან გაალის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩთან” მინიმალურად წააგეს და “ლივერპულს” მეოთხე ადგილთან მიახლოების საშუალება მისცეს.

მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო “სიტიმ”. პელეგრინის გუნდმა ლონდონში ადგილობრივ “ტოტენჰემს” სძლია და მეორე პოზიციაც მოიპოვა, თუმცა ტურის უკანასკნელ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება “არსენალმაც” იზეიმა და “ჰალის” დამარცხების შედეგად “სიტისაც” გაუთანაბრდა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლონდონელებს მანჩესტერლებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, რომელშიც დიდი ალბათობით ქულების დაკარგვას არ აპირებენ.

 

ტურის ყველა მატჩი

02.05 15:45 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი 3:0 ნიუკასლი ნიუკასლი დაწვრილებით
02.05 18:00 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 1:0 ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
02.05 18:00 სუონსი სიტი სუონსი სიტი 2:0 სტოკ სიტი სტოკ სიტი დაწვრილებით
02.05 18:00 სანდერლენდი სანდერლენდი 2:1 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
02.05 18:00 ლივერპული ლივერპული 2:1 ქუინს პარკ რეინჯერსი ქ.პ.რ. დაწვრილებით
02.05 18:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 3:2 ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
02.05 20:30 მანჩესტერი მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
03.05 16:30 ჩელსი ჩელსი 1:0 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი ვიდეო
03.05 19:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 0:1 მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი ვიდეო
04.05 23:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი 1:3 არსენალი არსენალი დაწვრილებით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ყველაზე დაუფასებელი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოსკოვის “დინამოს” მცველები

თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2-1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა. გამარჯვებაში უდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო, სად არის უეფა?” – რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატმა, იგორ ლებედებმა თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული გუნდი მეტოქეს სოციალური დისტანციის წესის დაცვით ეთამაშა და 0:37 დამარცხდა

უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა გერმანიის ჩემპიონატის რანგით მე-11 დივიზიონის ეგიდით “რიდპორფ ფილდედსა” და “ჰოლდენშტედტ II”-ს შორის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასეთი მატჩები ყურება არ შეიძლება” – ვასილი უტკინი “ლოკომოტივიR

რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, ვასილი უტკინმა, თბილისის “ლოკომოტივსა” და მოსკოვის “დინამოს” შორის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას წერენ რუსი გულშემატკივრები “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ?

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალურ ეტაპზე გია ჭიაბრიშვილის “ლოკომოტივმა” წყვილის ფავორიტად შერაცხული მოსკოვის “ლოკომო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “დავფიქრდები ამ საკითხზე, მაგრამ…”

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” 2-1 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ჭიაბრიშვილი: “უდიდესი მადლობა ჩემს ბიჭებს, ლევან კორღალიძეს და ჟურნალისტებს̶

თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მოსკოვის “დინამოსთან” 2-1 გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გაა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კირილ ნოვიკოვი: “გასახდელში ჩემ ბიჭებს ვუთხარი, რომ…”

მოსკოვის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “მთელი მატჩის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გონსალო იგუაინმა “იუვენტუსი” დატოვა

არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ტურინის “იუვენტუსი” დატოვა. მხარეებმა შრომითი ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტები დასახელდნენ

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა

უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ევროპის ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივი” – მოსკოვის “დინამო” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, თუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანს ოფიციალურ მატჩებში “ბარსელონას” გაწვრთნის უფლება არ აქვს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ოფიციალურ მატჩებში გუნდის გაწვრთნის უფლება ჯერ კიდევ არ აქვს. […]...
წაკითხვა