ინგლისი: 36-ე ტურის პრევიუ

თარიღი: მაისი 9, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 36-ე ტურის პრევიუს. 

 

ნიუკასლი – ვესტ ბრომვიჩი

ზედიზედ 8 მარცხის შემდეგ “ნიუკასლი” პრემიერლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დადგა და ხელმძღვანელობამაც დასახმარებლად “დერბი ქაუნთის” მენეჯერს, სტივ მაკლარენს მიმართა, რომელიც ჭკვიანურად მოიქცა და წინადადებას არ დათანხმდა. ამიტომ, სიტუაციის გამოსწორება ჯონ კარვერს მოუწევს, რომელმაც ამ საქმეზე მუშაობა გუნდში არსებული კონფლიქტების გამოსწორებით დაიწყო.

დღეს, “ნიუკასლი” “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდება, რომელიც უკანასკნელ სამ შეხვედრაში გოლსაც კი არ უშვებს. თუმცა, მასპინძლებს დღეს დისკვალიფიცირებული პაპის სისე უბრუნდებათ, რაც დიდი ძალაა.

ჰალ სიტი – ბარნლი

მარცხის შემთხვევაში “ბარნლი” პრემიერლიგაში დარჩენის მათემატიკურ შანსებსაც დაკარგავს, მაგრამ დღეს მოგების გათვალისწინებითაც კი შონ დაიჩის გუნდის გადარჩენა არარეალური ჩანს. “ბარნლიმ” უკანასკნელად თებერვალში გაიბრძოლა, რის შემდეგ ჩატარებულ 9 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

მასპინძლებისთვის კი მოახლოებული შეხვედრა ქულების მოპოვების და სახიფათო ზონიდან გასვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა. “ჰალისთვის” “ბარნლისთან” მატჩი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რომელზეც კლუბის მომავალიცაა დამოკიდებული.

ჩელსი – ლივერპული

ბოლო ათწლეულის კლასიკური დაპირისპირება ამჯერად ყოველგვარ ინტრიგას და სატურნირო დატვირთვასაა მოკლებული. წითლები პირველები იქნებიან, ვინც “ჩელსის” საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს. გარდა ამისა, შეხვედრის ირგვლივ საკმაოდ ბევრი სიმბოლური მომენტია. ლონდონელების წინააღმდეგ უკანასკნელად ითამაშებს “ლივერპული” კაპიტანი სტივენ ჯერარდი, რომლის კარიერაც 10 წლის წინ, “ჩელსის” წარმოუდგენლად სარფიან კონტრაქტზე უარის თქმასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა “ჩელსისთან” შარშანდელ მატჩში სტივის საბედისწერო შეცდომაც არ დავიწყებით გულშემატკივრებს.

მასპინძლებისთვის მოახლოებული მატჩი ღირსების საქმეა. ლონდონელები კიდევ ერთხელ აპირებენ იმის დამტკიცებას, რომ ტიტული ღირსეულად მოიპოვეს.

 

ტურის ყველა მატჩი

09.05 15:45 ევერტონი ევერტონი -:- სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
09.05 18:00 სტოკ სიტი სტოკ სიტი -:- ტოტენჰემი ტოტენჰემი დაწვრილებით
09.05 18:00 ნიუკასლი ნიუკასლი -:- ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
09.05 18:00 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი -:- საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
09.05 18:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი -:- ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
09.05 18:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა -:- ვესტ ჰემი ვესტ ჰემი დაწვრილებით
09.05 20:30 კრპალასი კრისტალ პალასი -:- მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი დაწვრილებით
10.05 16:30 სიტი მანჩესტერ სიტი -:- ქუინს პარკ რეინჯერსი ქ.პ.რ. დაწვრილებით
10.05 19:00 ჩელსი ჩელსი -:- ლივერპული ლივერპული დაწვრილებით
11.05 23:00 არსენალი არსენალი -:- სუონსი სიტი სუონსი სიტი დაწვრილებით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დრამა “მეაცაზე”: “ინტერმა” ორ წუთში გატანილი ორი გოლით “ფიორ

დრამატულ ბრძოლაში წარიმართა იტალიის სერია A-ს II ტურში მილანის “ინტერსა” და “ფიორენტინას” შორის გამართული მატჩი. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” “ბეტისი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის მესამე ტურის მატჩში “რეალ ბეტისმა” საკუთარ კედლებში მადრიდის “რეალი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის პენალტი “ბეტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Le penalty de Ramos 💫 #RealBetisRealMadridn #BETRMA pic.twitter.com/AW8M8ajPSP — Momino (@MominoShow) September 26, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიბო კურტუას სეივი “ბეტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო thibaut courtois saving for fun asThings Chelsea fans won't love to see pic.twitter.com/lQb7UBfuPm […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩთან” სამბურთიანი სხვაობა აღმოფრხვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ეგიდით “ვესტ ბრომვიჩი” და ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა. სლავენ ბილიჩისა და ფრენკ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” ბოლო წამზე დანიშნული პენალტით და

პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური “ბრაიტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაძაბულმა დაპირისპირებამ გახსნა. მოედა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი გუნდიდან სუარესის გაშვებაზე: “ჩვენ ასე გადავწყვიტეთ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდიდან ლუის სუარესის გაშვების შესახებ კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ ურუგვაელ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” კიეზას ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები სერიოზულად ინტერესდებიან ფედერიკო კიეზას ტრანსფერით. ამ ინფორმაციას Sky Italia ადასტურებს. როგორც ცნობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანგნიკი: “ჰავერცი თანამედროვე იოჰან კრუიფია”

“ლაიფციგის” ყოფილმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, კაი ჰავერცთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. “ჰავერცი ერთ-ერთია ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანზე გადაღებული ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველ რაფაელ ვარანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე სექსუალურმა სპორტსმენმა “დორტმუნდი” ავარჯიშა (ფოტო)

გერმანელმა მორბენალმა ალისა შმიდტმა დორმტუნდის “ბორუსიას” ფიზიკური მზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კლუბმა 21 წლის სპორტსმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მარიო ბალოტელის საცოლე (ფოტო)

იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის რჩეული იტალიელი სატელევიზიო ვარსკვლავი ალესია მესინაა. ისინი ერთმანეთზე უკვე დაინიშნენ. იხილეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესმა “ატლეტიკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

დღეს ლუის სუარესმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ურუგვაელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა