ინგლისი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულია!
დღეს, გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
საკმაოდ დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე ეასაჰ სულიმანმა ბრიტანელები დააწინაურა. ზუსტად ექვს წუთში დუიონ სტერლინგმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. გამარჯვების გოლის ავტორი ლუკას ნმეჩა გახდა. მან 68-ეზე გაუტანა პორტუგალიელებს და საკუთარ გუნდს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა!
საბოლოოდ, 1-2 და ინგლისი ჩემპიონი გახდა!