ინგლისი: მე-13 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის მე-13 ტურის პრევიუს.
მანჩესტერ იუნაიტედი – ჰალ სიტი
გასულ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ემირეითზე” “არსენალის” დამარცხებით მიმდინარე სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება იზეიმა. გარდა ამისა, გასული წლის იანვრის შემდეგ მანჩესტერელებმა “დიდი ოთხეულის” გუნდთან პირველად მოიგეს. თუმცა, ერთ კონკრეტულ მატჩში მოპოვებული წარმატება რთული პერიოდის დასრულებას არ ნიშნავს. მანჩესტერული გუნდის ლაზარეთში ამჟამად 9 მოთამაშეა. მოსალოდნელია, რომ “ჰალ სიტისთან” რადამელ ფალკაოს დაუბრუნდება განაცხადს, თუმცა კოლუმბიელ ფორვარდს ოტპიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია.
“ჰალ სიტი” უკვე შვიდი ტურია ვერ იგებს, რაც არც თუ ისე კარგი კალენდარიც ბრალიც არის. გასულ ტურებში სტივ ბრიუსის შეგირდები “არსენალს”, “ლივერპულს”, “საუთჰემპტონს” და “ტოტენჰემს” შეხვდნენ. ასე რომ, ყველა კოზირი მანჩესტერის მხარესაა, თუმცა “წითელი ეშმაკების” არასტაბილური გამოსვლის და დაცვაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, გარკვეული შანსები სტუმრებსაც აქვთ.
სანდერლენდი – ჩელსი
გასულ სეზონში “სანდერლენდმა” პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გრანდებთან მოპოვებული გამარჯვებებით შეძლო. “ჩელსის” დამწუხრება კი სანდერლენდელებმა ორჯერ მოახერხეს. ჯერ ლონდონში გამართულ სათასო დაპირისპირებაში, შემდეგ კი პრემიერლიის საშინაო მატჩში. თუმცა, გასული სეზონის “გმირობები” “სანდერლენდის” ფანებს უკვე აღარ ახსოვთ. წელს გუნდს საკმაოდ ცუდი სტარტი აქვს და “საუთჰემპტონთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხი (0:8) გუნდის მდგომარეობას ნათლად ასახავს.
ლონდონელთა მდგომარეობა კი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს. “ჩელსი” მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და გათამაშებასაც დამაჯერებლად ლიდერობს. მოახლოებულ შეხვედრაშიც მოურინიოს გუნდი აშკარა ფავორიტია.
საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი
“საუთჰემპტონი” უკვე მეშვიდე ტურია მეორე საფეხურზე იმყოფება და ამ შედეგის შენარჩუნებას ახერხებს. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გუნდამ საკმაოდ კარგად იმუშავა. წასული ფეხბურთელების ჩანაცვლება უმტკივნეულოდ მოხერხდა და შედეგიც სახეზეა.
მოახლოებულ ტურში კუმანის გუნდი უშუალო კონკურენტ, “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. პელეგრინის შეგირდებმა “ბაიერნთან” რთული შეხვედრა ჩაატარეს და გერმანულ გრანდთან გამარჯვებასაც დიდი ძალები შეალიეს. “საუთჰემპტონთან” მოგების შემთხვევაში კი მანჩესტერელები პრემიერლიგაში მეორე საფეხუზე გადაინაცვლებენ.
ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები
29.11 | 16:45 | ვესტ ბრომ | 4.20 | 3.50 | 1.90 | არსენალი | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | ვესტ ჰემი | 2.30 | 3.25 | 3.25 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | სუონსი სიტი | 1.90 | 3.45 | 4.25 | კრისტალ პ | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | ქ.პ.რ. | 2.50 | 3.25 | 2.90 | ლესტერი | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | მანჩესტერი | 1.37 | 5.20 | 9.20 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | ლივერპული | 1.77 | 3.70 | 4.70 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | ბარნლი | 2.30 | 3.20 | 3.30 | ასტონ ვ. | დაწვრილებით | |
29.11 | 21:30 | სანდერლენდი | 8.50 | 4.40 | 1.45 | ჩელსი | დაწვრილებით | |
30.11 | 17:30 | საუთჰემპტონი | 3.10 | 3.30 | 2.40 | სიტი | დაწვრილებით | |
30.11 | 20:00 | ტოტენჰემი | 2.36 | 3.40 | 3.10 | ევერტონი | დაწვრილებით |