ინგლისი: მე-14 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-14 ტურის პრევიუს.
მანჩესტერ იუნაიტედი – სტოკ სიტი
მორიგი ინგლისური ტურის სტარტს დღეს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს. პირველი დღის ერთ-ერთ საინტერესო შეხვედრას კი “ოლდ ტრაფორდი” უმასპინძლებს, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” “სტოკ სიტი” ესტუმრება.
“სიტისთან” წაგებული დერბის შემდეგ ვან გაალის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩის მოგება შეძლო და შედეგად სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი წინსვლაც სახეზეა. “იუნაიტედი” ოთხეულში დამკვიდრდა და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში მესამე პოზიციასაც მიუახლოვდება. სასურველი შედეგის მიღწევა კი წესით მასპინძლებს არ უნდა გაუჭირდეთ. “სტოკი” საუკეთესო ფორმაში არ არის, რაზეც ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები მეტყველებს.
მოახლოებულ დაპირპისრებას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. “მანჩესტერს” ტრავმირებული დი მარია, ბლინდი, რაფაელი, ჯონსი, ლინგარდი და შოუ დააკლდებიან, ხოლო სტუმრები ამავე მიზეზით ბარდსლის, დიონატანს, უელანს, ჰუტს, მოზესს და ოდემვინგეს მოისაკლისებენ.
ჩელსი – ტოტენჰემი
“სტემფორდ ბრიჯი” ლონდონულ დერბის უმასპინძლებს. “ჩელსის” და “ტოტენჰემის” დაპირისპირებები რამდნეიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით ბოლო წლებში ყოველთვის შედეგიანობით გამოირჩევა.
“ჩელსი” გასულ ტურში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ეცდება შეცდომების გამოსწორებას. თუმცა, ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფ “ტოტენჰემთან” ამის გაკეთება იოლი საქმე არ იქნება. ამიტომ, ლონდონში ხვალ ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება.
არსენალი – საუთჰემპტონი
გასულ ტურში “სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ “საუთჰემპტონი” დიდი ოთხეულის კიდევ ერთ გუნდთან, “არსენალთან” გაარკვევს ურთიერთობას.
ლონდონელებმა ორი წარუამტებელი ტურის შემდეგ გასულ შაბათს გასვლითი გამარჯვება იზეიმეს და დადებითი განწყობის შენარჩუნებას კუმანის გუნდთან შეხვედრის შემდეგაც აპირებენ. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდი ლონდონის “ჩელსის” ერთადერთი მდევარი იყო, თუმცა ბოლო ტურებში მათი თამაში ძველებურად დამაჯერებელი ვერ არის, რაც სატურნირო ცხრილზეც მალევე აისახა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
02.12 | 23:45 | ბარნლი | 2.75 | 3.20 | 2.70 | ნიუკასლი | დაწვრილებით | |
02.12 | 23:45 | ლესტერი | 3.45 | 3.35 | 2.17 | ლივერპული | დაწვრილებით | |
02.12 | 23:45 | მანჩესტერი | 1.50 | 4.50 | 5.90 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
02.12 | 23:45 | სუონსი | 1.77 | 3.60 | 4.85 | ქპრ | დაწვრილებით | |
02.12 | 23:59 | ვესტ ბრომ | 2.60 | 3.20 | 2.85 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
02.12 | 23:59 | კრისტალ პალ | 2.17 | 3.25 | 3.55 | ასტონ ვილა | დაწვრილებით | |
03.12 | 23:45 | არსენალი | 1.85 | 3.45 | 4.45 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
03.12 | 23:45 | ჩელსი | 1.45 | 4.60 | 6.60 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
03.12 | 23:45 | ევერტონი | 4.56 | 3.90 | 6.55 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
03.12 | 23:45 | სანდერლენდი | 6.10 | 4.15 | 1.55 | სიტი | დაწვრილებით |