ინგლისი: მე-15 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ იგნლისური პრემიერ ლიგის მე-15 ტურის პრევიუს.
ნიუკასლი – ჩელსი
ტურის პირველი შეხვედრა ნიუკასლში შედგება, სადაც ადგილობრივი კლუბი გათამაშების ლიდერს, “ჩელსის” უმასპინძლებს. ლონდონელებმა გასულ ტურში “ტოტენჰემთან” დერბი დამაჯერებლად მოიგეს და ლიდერობა კიდევ ერთხელ განიმტკიცეს. მასპინძელთა დამარცხება ინგლისში ჯერაც ვერავინ შეძლო და ამის გაკეთება “ნიუკასლისთვისაც” არ იქნება იოლი. “იუნაიტედის” 6-მატჩიანი წაუგებელი სერია გასულ შაბათს, “ვესტ ჰემთან” სტუმრობის დროს შეწყდა, რის შემდეგაც ნიუკასლელებმა “ბარნლის” დამარცხებაც ვერ შეძლეს. მასპინძლების მდგომარეობას საკადრო პრობელმებიც ართულებს, “ნიუკასლს” დღევანდელ შეხვედრაში ობერტანი, გუტიერესი, სანტონი, კრული, კოლოჩინი, ტეილორი და დე იონგი ვერ დაეხმარებიან. “ჩელსი” კი მეტოქეს ოპტიმალური შემადგენლობით ეწვევა.
ლივერპული – სანდერლენდი
მოახლოებულ ტურში ბრენდან როჯერსის გუნდი საკუთარ მოედანზე “სანდერლენდს” მიიღებს. “ლივერპულმა” მძიმე მდგომარეობა გამოსვლა დაიწყო და მოუგებელი ბოლო ორ ტურში ორი დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმა. “სანდერლენდში” კი საპირისპირო ვითარეებაა. გუნდმა უკანასკნელ 4 ტურში მხოლოდ 3 ქულა აიღო, თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ “შავმა კატებმა” ლონდონის “ჩელსის” წაართვეს ქულები, რასაც გასულ ტურში “სიტისთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა.
დღევანდელ შეხვედრაში “მერსისაიდელებს” ტრავმების გამო ბალოტელი, სახო, ფლანაგანი და სტარიჯი ვერ დაეხმარებიან, ხოლო სტუმრები ვან ანჰოლტს მოისაკლისებენ.
საუთჰემპტონი – მანჩსეტერ იუნაიტედი
დიდ ინტერესს იწვევს ორშაბათს გასამართი ტურის უკანასკნელი მატჩში, რომელშიც ერმანეთის წინააღმდეგ “საუთჰემპტონი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” წარსდგებიან და მესამე პოზიციისთვის გამართავენ ბრძოლას.
“შესანიშნავი” სტარტის შემდეგ “საუთჰემპტონი” ბოლო დროს ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის, რაც დიდი ალბათობით კუმანის გუნდის საკმაოდ რთული კალენდრით არის განპირობებული. “მანჩესტერი” კი თავის ჩვეულ დონეს უბრუნდება. კუმანის თანამემამულის, ლუი ვან გაალის შეგირდებმა ზედიზედ 4 ტურია იგებენ და მოწინავე პოზიციებსაც უბრუნდებიან.
მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “საუთჰემპტონს” ტრავმირებული კორდი, ტადიჩი, ალდერვეირელდი, შნეიდერლინი, გალაჰერი და როდრიგესი არ ეყოლება. “მანჩესტერში” კი მოედანზე დი მარია, რუნი, ბლინდი და შოუ ვერ გავლენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.12 | 16:45 | ნიუკასლი | 5.90 | 3.85 | 1.62 | ჩელსი | დაწვრილებით | |
06.12 | 19:00 | ტოტენჰემი | 1.66 | 3.75 | 5.60 | კრისტალ პ | დაწვრილებით | |
06.12 | 19:00 | სტოკ სიტი | 3.65 | 3.40 | 2.07 | არსენალი | დაწვრილებით | |
06.12 | 19:00 | ქპრ | 2.20 | 3.25 | 3.45 | ბარნლი | დაწვრილებით | |
06.12 | 19:00 | ლივერპული | 1.58 | 3.85 | 6.40 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
06.12 | 19:00 | ჰალ სიტი | 2.55 | 3.20 | 2.85 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
06.12 | 21:30 | სიტი | 1.58 | 4.00 | 6.30 | ევერტონი | დაწვრილებით | |
07.12 | 17:30 | ვესტ ჰემი | 2.45 | 3.30 | 2.95 | სუონსი | დაწვრილებით | |
07.12 | 20:00 | ასტონ ვილა | 2.35 | 3.25 | 3.15 | ლესტერი | დაწვრილებით | |
08.12 | 23:59 | საუთჰემპტონი | 2.70 | 3.35 | 2.65 | მანჩესტერი | დაწვრილებით |