ინგლისი: მე-16 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-16 ტურის პრევიუს.
ჩელსი – ჰალ სიტი
“გასულ სეზონთან შედარებით ჩვენც და “ჰალიც” უკეთესი გუნდები ვართ” – განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიომ. თუმცა, ეს ხუმრობას უფრო ჰგავდა. რა თქმა უნდა, “ჰალი” სეზონის დაწეყბამდე სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიური იყო და რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელიც დაიმატა, მაგრამ ბრიუსის ტრანსფერებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მუშაობს. გუნდმა კი უკანასკნელ 14 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. ასევე “ვეფხვებს” “სტემფორდ ბრიჯზე” ერთხელაც არ მოუგიათ, რაც ლონდონელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის. გარდა ამისა, “ჩელსი” გასულ ტურში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ დამაჯერებელი თამაშის ჩვენებას ეცდება.
არსენალი – ნიუკასლი
ალან პარდიუმ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა. საინტერსოა, რომ ანალოგიური აღიარება პარდიუმ შარშანაც დაიმსახურა. ახლა “ნიუკასლის” დამრიგებელს მიღწეულის შენარჩუნება და გასული სეზონის მსგავსი ჩავარდნის თავიდან აცილება მართებს.
დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვთ. “მეთოფეები” წყვილის ფავორიტებად მიიჩნევიან. ვენგერის გუნდი საშინაო მატჩებს იშვიათად აგებს. შარშანწინდელ სეზონში კი ლონდონში 3:7-ით განცდილი მარცხი ნიუკასლელებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. თუმცა, თუ “ნიუკასლი” “ჩელსისთან” გამართული მატჩის მსგავს შეხვედრას ჩაატარებს, შესაძლოა, პრობლემები კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს შეექმნას.
მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული
ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩენილი ორი ინგლისური გრანდი ურთეირთობას კვირას გასამართ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გამართავენ. პრინციპულ მეტოქეთა ტრადიციული დაპირისპირება ჩვეულ სატურნირო ინტრიგას მოკლებულია, თუმცა “ლივერპულს” გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთა ჯგუფთან მიახლოების პერსპექტივა უჩნდება, რისთვისაბ როჯერსის შეგირდები ბოლომდე იბრძოლებენ. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტირება სწორედ ერთ-ერთი პრინციპული მეტოქის დამარცხებით არის შესაძლებელია, რისი გაკეთებაც იოლის სულაც არ იქნება. “მანჩესტერი” ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. ვან გაალის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა და გათამაშების ლიდერებსაც მიუალოხვდა.
მანჩესტერელებთან მატჩში “ლივერპულს” დიდი ალბათობით მარიო ბალოტელი დაუბრუნდება, ხოლო სუსოს, ფლანაგანის და სტარიჯის თამაში გამორიცხულია. “იუნაიტედს” კი ტრავმების გამო ჯონსი, ლინგარდი, დი მარია და ბლინდი ვერ დაეხმარებიან.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
13.12 | 19:00 | ბარნლი | 4.75 | 3.50 | 1.80 | საუთჰემპტონი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | ჩელსი | 1.22 | 6.50 | 14.80 | ჰალ სიტი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | პალასი | 2.65 | 3.20 | 2.75 | სტოკ სიტი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | ლესტერი | 5.90 | 4.40 | 1.53 | სიტი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | სანდერლენდი | 2.80 | 3.20 | 2.65 | ვესტ ჰემი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | ვესტ ბრომ | 2.25 | 3.25 | 3.40 | ასტონ ვილა | დაწვრილებით | |
14.12 | 17:30 | მანჩესტერი | 1.90 | 3.60 | 4.25 | ლივერპული | დაწვრილებით | |
14.12 | 20:00 | სუონსი სიტი | 2.50 | 3.30 | 2.90 | ტოტენჰემი | დაწვრილებით | |
15.12 | 23:59 | ევერტონი | 1.50 | 4.20 | 6.90 | ქ.პ.რ. | დაწვრილებით |
13.12 | 21:30 | არსენალი | 1.55 | 4.40 | 6.05 | ნიუკასლი | დაწვრილები |