ინგლისი: მე-17 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთნ ინგლისური პრემიერ ლიგის მე-17 ტურის პრევიუს.
მანჩესტერ სიტი – კრისტალ პელასი
ზედიზედ 5 ტურის დაუმარცხებლად მოასპარეზე “მანჩესტერ სიტი” ტურის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “კრისტალ პელასს” მიიღებს.
ამ წყვილში ფავორიტი აშკარაა. ლონდონელები უკვე 4 ტურია ვერ იგებენ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. მანჩესტერელები კი როგორც უკვე ვახსენეთ მშვენიერი ფორმაში იმყოფებიან.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმების გამო ნასტასიჩი, იოვეტიჩი, კომპანი, ჯეკო და აგუერო ვერ დაეხამრებიან, ხოლო სტუმრები დოილს, ვილიამსს, მარიაპას და შამახს მოისაკლისებენ. ასე რომ, საქმეში უახლოესი რეზერვი აქტიურად უნდა ჩაერთოს.
ასტონ ვილა – მანჩესტერ იუნაიტედი
“სიტის” მსგავსად, ბოლო ტურები წარმატებული მეორე მანჩსტერული კლუბისთვისაც გამოდგა. “იუნაიტედი” უკვე 6 ტურია იგებს თამაშებს და შარშანდელთან შედარებით საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება, თუმცა წლების მანძილზე დამახასიათებელ თამაშამდე ჯერ კიდევ შორია.
მოახლოებულ ტურში ვან გაალის გუნდი ბირმინგემს ესტუმრება, სადაც ძალებს ადგილობრივ “ასტონ ვილასთან” მოსინჯავს. მასპინძლები მანჩესტერელთა ვიზიტს მძიმე საკადრო მდგომარეობით ხვდებიან. რიგ ტრავმირებულ მოთამაშეებთან ერთად ბირმინგემელებს სამი დისკვალიფიცირებული მოთამაშე: ჰატონი, კლევერლი და რიჩარდსონი დააკლდება. “მანჩესტერი” კი კვლავ დი მარიას, ფელაინის, სმოლინგის, რაფაელისა და ბლინდის გარეშე ითამაშებს.
ლივერპული – არსენალი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას ლივერპული უმასპინძებს. პირობითად ტოპ 4-ის, თუმცა ამ ეტაპზე ოთხეულს მიღმა მყოფი გუნდების დაინტერესება ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს.
მართალია, მიმდინარე სეზონი გუნდებისთვის ჯერჯერობი წარუმატებელი (განსაკუთრებით ეს “ლივერპულზე” ითქმის), მაგრამ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციისთვის აღნიშნული მატჩი შესანიშნავი შანსია. “ლივერპულის” გამოყოფა ამ შემთხვევაშიც მართებული იქნებოდა. როჯერსის გუნდმა გასულ ტურში ისტორიულ მეტოქესთან დიდი ანგარიშით წააგო და ბუნებრივია, ფანების განწყობა დადებითი ნამდვილად არ არის.
ლონდონელებმა კი გასულ ტურში საკუთარი მატჩი დამაჯერებლად მოიგეს და უკვე ნახსენებ ოთხეულსაც მიუახლოვდნენ, რაზეც გავლენა უშუალო კონკურენტთა უარყოფითმა შედეგებმაც იქონია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.12 | 16:45 | სიტი | 1.33 | 5.50 | 10.50 | პალასი | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ვესტ ჰემი | 1.75 | 3.70 | 4.85 | ლესტერი | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ტოტენჰემი | 1.55 | 4.00 | 6.45 | ბარნლი | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | საუთჰემპტონი | 2.55 | 3.30 | 2.85 | ევერტონი | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ქ.პ.რ. | 2.55 | 3.25 | 2.85 | ვესტ ბრომ | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ჰალ სიტი | 2.80 | 3.20 | 2.65 | სუონსი | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ასტონ ვილა | 5.85 | 3.70 | 1.64 | მანჩესტერი | დაწვრილებით | |
21.12 | 17:30 | ნიუკასლი | 2.15 | 3.30 | 3.55 | სანდერლენდი | დაწვრილებით | |
21.12 | 20:00 | ლივერპული | 2.80 | 3.30 | 2.65 | არსენალი | დაწვრილებით | |
22.12 | 23:59 | სტოკ სიტი | 5.50 | 3.75 | 1.70 | ჩელსი | დაწვრილებით |