ინგლისი: მე-19 ტურის მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 29, 2014

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის მე-19 ტურის მიმოხილვას.

 

საუთჰემპტონი – ჩელსი

ტურის ცენტრალური შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლონდონელებმა წლის უკანასკნელ მატჩში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.

შეხვედრა “საუთჰემპტონის” უპირატესობით დაიწყო. კუმანის შეგირდებმა ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე მოახერხეს, როდესაც ტადიჩის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულ მანეს გოლის გატანა არ გასჭირვებია. სენეგალელმა წინ გამოსულ კურტუას ბურთი თავზე გადაუგდო – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და გათანაბრება ტაიმის ბოლო წუთზე შეძლეს. სესკ ფაბრეგასის გრძელი გადაცემის შემდეგ ინდივიდუალური ოსტატობით ედენ აზარმა გაიბრწყინა, რამდენიმე მერუვე ჩამოიშორა და ფორსტერს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთები “ჩელსიმ” რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა. შნეიდერლინმა მეორე ყვითლის გამო მოედანი 88-ე წუთზე დატოვა, თუმცა დარჩენილ წუთებში ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მანჩესტერ სიტი – ბარნლი 

კონკურენტის წაფორხილებით ვერ ისარგებლა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელიც გუშინ “ბარნლის” მასპინძლობდა. მატჩის პირველი ტიამი მანჩესტერელთა გამარჯვერბით, 2:0 დასრულდა. 22-ე წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა. 12 წუთში მასპინძელთა უპირატესობა ფერნანდინიომ გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-2 წუთზე “ბარლინლიმ“ სხვაობის შემცირება შეძლო – გოლი ბოიდმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ბარნსმა ანაგრიში გაათანაბრა.

19 ტურის შემდეგ პირველზე მყოფ “ჩელსისა” და მის მდევარ “სიტის” შორის 3-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა.

 

ვესტ ჰემი – არსენალი

საინტერესო გამოდგა “ბოლეინ გრაუნდზე” გამართული მორიგი ლონდონური დერბი, რომელიც “არსენალის” გამარჯვებით დასრულდა.

“მეთოფეებმა” გადამწყვეტი უპირატესობა შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოიპოვეს, როცა ჯერ 41-ე წუთზე კასორლამ დააწინაურა სტუმრები, 3 წუთში კი დანი უელბეკმა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

“ვესტ ჰემმა” თამაშის განახლებიდან საკმაოდ სწრაფად, 54-ე წუთზე შეამცირეს სხვაობა. შჩესნის კარში ტომკინსის (რომლის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო) გადაცემით გოლი კოიატემ გაიტანა, თუმცა მეტის გაკეთბა დიდი სემის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს.

ზედიზედ მეორე დერბის წაგების გამო “ვესტ ჰემი” მეოთხედან მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა, “არსენალი” კი მოწინავე ოთხეულს დაეწია და ახალ წელს მეხუთე ადგილზე შეხვდება.

2014 წლის ბოლო ინგლისური ტური დღეს, ლივერპულში დასრულდება, სადაც ადგილობრივი “წითლები” “სუონსის” უმასპინძებენ.

 

ტურის ყველა მატჩი 

28.12 16:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი 0:0 მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერი  დაწვრილებით
28.12 18:00 საუთჰემპტონი საუთჰემპტონი 1:1 ჩელსი ჩელსი დაწვრილებით
28.12 19:00 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი 1:2 არსენალი არსენალი დაწვრილებით
28.12 19:00 სტოკ სიტი სტოკ სიტი 2:0 ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომ დაწვრილებით
28.12 19:00 ქ.პ.რ. ქუინს პარკ რეინჯერსი 0:0 კრისტალ პალასი კრისტალ პალასი დაწვრილებით
28.12 19:00 სიტი მანჩესტერ სიტი 2:2 ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
28.12 19:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი 0:1 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი დაწვრილებით
28.12 19:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა 0:0 სანდერლენდი სანდერლენდი დაწვრილებით
28.12 20:15 ნიუკასლი ნიუკასლი 3:2 ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
29.12 23:55 ლივერპული ლივერპული -:- სუონსი სიტი სუონსი სიტი დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

წინასწარ დაგეგმილი – პულიშიჩისა და ჟირუს კომბინაცია “ნორვიჩთან” მატჩში (

14 ივლისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ნორვიჩი” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კეილორ ნავასი ამჟამად (ფოტო)

12 ივლისს, “პარი სენ-ჟერმენმა” “ლე ავრთან” ამხანაგური მატჩი გამართა და 9:0 გაიმარჯვა. პარიზელთა მეკარე, კეილორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ უეფას გადაწყვეტილება შეაფასა – შერცხვენა, კატასტროფა, ცირკი

უეფამ “მანჩსტერ სიტის” ევროტურნირებიდან ორი წლით მოხსნის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ფულადი ჯარიმა 8 მილიონი ევროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფანებს: “არ აღვნიშნოთ ჩემპიონობა მასობრივი თავშეყრით”

მადრიდის “რეალმა” საკუთარ ფანებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ “სამეფო კლუბის” გაჩემპიონების შემთხვევაში, პლაზა დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერში 80 მილიონს გადაიხდის

ვიქტორ ოსიმჰენი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერშიც “ნაპოლი” უახლოეს 48 საათში ფრანგულ “ლილს” 81 მილიონ ევროს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსის” დატოვებას არ გეგმავს, მას ორი მთავარი მიზანი აქვს

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ამ ინფორმაციას იტალიური ტაბლოიდი Tuttos...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოსო ფრუიძე: “მივხვდი, თუ რატომ ვერ აღწევს “ლოკომოტივი” წარმატებას”

“ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივიდან” წამოსვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა “ფაქტორი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინალდომ ბათუმის “დინამოში” პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბრაზილიელმა რეინალდომ ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. რეინალდომ “ბახმაროს” წი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო “სიტისთვის” ევროთასებზე დისკვალიფიკაციის მოხსნაზე: “სამარცხვინო

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ “მანჩესტერ სიტის” ევროთასებზე დაწესებული ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა, ხოლო საჯარიმო თანხა 30 მილიონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. View this post on Instagram 🎁 Barça's […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰანდანოვიჩის კურიოზული შეცდომა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 0-1 Torino (Belotti) scores after being gifted a goal by Handanovic pic.twitter.com/mYgQomFCxt […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანემ “ბაიერნში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ლეროი სანემ გერმანული გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ავტომობილით მივიდა ედენ აზარი “რეალის” ვარჯიშზე (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ახალი ავტომობილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა შემტევმა ლამბორგინიში 550 000 [&h...
წაკითხვა