ინგლისი: მეექვსე ტურის პრევიუ
ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურს ცენტრი, ლონდონსა და ლივერპულში აქვს, სადაც ორი პრინციპული დერბი შედგება.
არსენალი – ტოტენჰემი
“არსენალი” მიმდინარე სეზონში ბოლო წლების ტრადიციას არ ღალატობს – შესანიშნავი ფეხბურთი საშუალო დონის გუნდებთან და უშუალო კონკურენტებთან ჩაგდებული მატჩები. ვენგერის გუნდის დახასიათება ბოლო წლებში სწორედ ასე შეიძლება. თუმცა, “ტოტენჰემთან”, რომელიც დღეს “ემირეითსს” ეწვევა, პროგნოზის გაკეთება რთულია.
სტატისტიკა “ტოტენჰემისთვის” სასიკეთო ნამდვილად არ არის. “არსენალთან” უკანასკნელი 25 სტუმრობიდან “მამლებმა” მხოლოდ ერთხელ მოიგეს. საერთოდ, წელს პოჩეტინოს გუნდი დამაჯერებლად ერ გამოიყურება, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება.
პრობლემები რა თქმა უნდა ვენგერის ბანაკშიც არის. შუა კვირაში “არსენალი” ინგლისის თასიდან “საუთჰემპტონთან” მარცხის შემდეგ გამოვარდა. მაგრამ, ერთი კვირის წინ ბირმინგემში ლონდონელებმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშეს, რაც “მეთოფეთა” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს უნდა აძლევდეს.
ლივერპული – ევერტონი
ტურის პირველი მატჩი ლივერპულში შედგება, სადაც “ენფილდზე” ერთმანეთს ამ ქალაქის ორი გუნდი შეხვდება. პრინციპული თამაში, როგორც ყოველთვის, დიდ ინტერესს იწვევს.
ორივე გუნდი მნიშვნელოვან დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხვდება. ბრენდან როჯერსის თქმით, ფაქტობრივა გამორიცხულია დანიელ სტარიჯის თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევაში აქცენტი მარიო ბალოტელიზე გაკეთდება.
“ევერტონი” კი “ენფილდს”, სადაც ბოლოს 15 წლის წინ გაიმარჯვა, როს ბარკლის და შეუმუს კოულმენის გარეშე ეწვევა.
ჩელსი – ასტონ ვილა
აღნიშნული გუნდების ურთიერთშეხვედრების უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, გაგვახსენდება, რომ ორი წლის წინ ლონდონელებმა “ვილას” 8 უპასუხო გოლი გაუტანეს. თუმცა, შარშან პოლ ლამბერტის შეგირდებმა მცირე რევანშის აღება მოახერხეს და “ჩელსი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. იმ მარცხმა ლონდონელთა საჩემპიონო ამბიციებს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
მიმდინარე სეზონი “ასტონ ვილამ” საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმც აპირველივე სერიოზულ გამოცდას ვერ გაუძლო და “არსენალისგან” სამ წუთში სამი გოლი მიიღო. დღეს კი, ბირმინგემელები გათამაშების ყველაზე შედეგიან შემტევებს დაუპირისპირდებიან.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
27/09/14
ლივერპული – ევერტონი
1 X 2
1.96 3.50 4.00
ჩელსი – ასტონ ვილა
1 X 2
1.30 6.00 10.00
კრისტალ პალასი – ლესტერი
1 X 2
2.70 3.20 2.75
ჰალი – მანჩესტერ სიტი
1 X 2
6.00 3.75 1.65
მანჩესტერ იუნ. – ვესტ ჰემი
1 X 2
1.45 4.90 7.00
საუთჰემპტონი – ქპრ
1 X 2
1.52 4.15 7.10
სანდერლენდი – სუონსი
1 X 2
2.85 3.15 2.70
არსენალი – ტოტენჰემი
1 X 2
1.85 3.55 4.65
28/09/14
ვესტ ბრომვიჩი – ბარნლი
1 X 2
2.05 3.30 3.85
29/09/14
სტოკ სიტი – ნიუკასლი
1 X 2
2.20 3.25 3.50