ინგლისი: მეორე ტურის პრევიუ
ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში რამდნეიმე საინტერესო მატჩია, თუმცა გამორჩეული “მანჩესტერ სიტის” და “ლივერპულის” დაპირისპირება უნდა გახდეს.
ევერტონი – არსენალი
გასული სეზონის დასკვნით ნაწილში “ევერტონი” და “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები იყვნენ. ლივერპულელებმა “მეთოფეები” 3:0 დაამარცხეს, თუმცა გადამწყვეტი მატჩები რობერტო მარტინესის შეგირდებმა წააგეს და მეოთხე პოზიციაც ლონდნელებს დარჩათ.
ევერტონი მიმდინარე სეზონშიც მაღალი საფეხურებისთვის აპირებს ბრძოლას და ამისთვის კონკურენტებთან ქულების მოპოვება აუცილებელია.
“არსენალს” საკმაოდ რთული მატჩის ჩატარება ჩემპიონთა ლიგაში “ბეშიქთაშთან” შეხვედრებს შორის უწევს, რაც იოლი ნადვილად არ არის.
სანდერლენდი – მანჩესტერ იუნაიტედი
გასულ სეზონში სანდერლენდში გამართული ამ გუნდების დაპირისპირებამ მსოფლიოს ადნან იანუზაი გააცნო. ახლა უკვე ბელგიელისგან გაცილებით მეტს ითხოვენ.
ლუი ვან გაალი “მანჩესტერში” სამი მცველით თამაშზე მუშაობს. პრორესი, შესაძლოა, უკვე ამ ტურშიც ვიხილოთ. მანჩესტერელებმა შემადგენლობმა კიდევ ერთი მცველით, მარკოს როხოთი გააძლიერეს.
თუმცა, “სანდერლენდი” იოლი მეტოქე რომ არ არის ეს გასულ სეზონშიც გამოჩნდა.
მანჩესტერ სიტი – ლივერპული
პრემიერლიგის მეორე ტური ორშაბათს “ეტიჰადზე” დასრულდება, სადაც “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” უმასპინძლებს.
გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით ადაიწყო. “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე განახლებული “საუთჰემპტონი” დაამარცხა, ხოლო “სიტიმ” 3 ქულა ნიუკასლიდან წამოიღო.
ცენტრალურ დაპირისპირებაში “მერსისაიდელებს” ტრავმების გამო აგერი, ასაიდი, ფლენაგანი და ლალანა ვერ დაეხმარებიან. დანაკლისი მანჩესტერელებსაც აქვთ – მოედანზე ნეგრედო ვერ გავა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
23/08/14
ასტონ ვილა – ნიუკასლი
1 X 2
2.62 3.20 2.80
ჩელსი – ლესტერი
1 X 2
1.23 6.50 12.00
კრისტალ პალასი – ვესტ ჰემი
1 X 2
2.55 3.15 2.90
საუთჰემპტონი – ვესტ ბრომვიჩი
1 X 2
1.85 3.45 4.55
სუონსი – ბარნლი
1 X 2
1.70 3.65 5.35
ევერტონი – არსენალი
1 X 2
2.75 3.20 2.72
24/08/14
ჰალი სიტი – სტოკ სიტი
1 X 2
2.55 3.20 2.90
ტოტენჰემი – ქპრ
1 X 2
1.50 4.35 6.80
სანდერლენდი – მანჩესტერი
1 X 2
4.70 3.50 1.81
25/08/14
მანჩესტერ სიტი – ლივერპული
1 X 2
1.87 3.50 4.35