ინგლისი: მეოთხე ტურის პრევიუ
ინგლისური პრემიერლიგის მეოთხე ტური ლონდონში გასამართი ორი საინტერესო დაპირისპირებით იწყება.
არსენალი – მანჩესტერ სიტი
მეოთხე ტურის ცენტრალური დაპირისპირება ლონდონში შედგება, სადაც “არსენალი” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. გასულ ტურში ორივე გუნდმა ქულები არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებთან დაკარგეს.
“არსენალი” ლესტერს ესტუმრა და მხოლოდ ქულის წამოღება შესძლო, ხოლო “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “სტოკ სიტისთან” დამარცხდა.
მნიშვნელოვანი მატჩის წინ საკადრო პრობლემები ორივე გუნდს აქვს. სიტის ტრამვირებული იოვეტიჩ და ფერნანდო ვერ დაეხმარებიან. არსენ ვენგერის გუნდის ლაზარეთში კი რემზი, უოლკოტი და ჟირუ იმყოფებიან.
ჩელსი – სუონსი
ლონდონი კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს. “სემფორდ ბრიჯზე” გათამაშების ლიდერები შეხვდებიან. თუ “ჩელსისთვის” აღნიშნული სტატუსი ჩვეულებრივი რამეა, “სუონსის” ცხრილის სათავეში ყოფნა ნამდვილად დიდი მოულოდნელობაა.
სასტარტო ტურებში ორივე გუნდმა საკმაოდ შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. ასე რომ, დიდი ალბათობით გოლებს ლონდონურ მატჩშიც ვიხილავთ. თუმცა, “ჩელსის” შეტევაშე, შესაძლოა, მცირე პრობლემებიც შეექმნას. ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არის პრემიერლიგის ბომბარდირის, დიეგო კოშტას თამაში.
ლივერპული – ასტონ ვილა
“ენფილდზე” “ლივერპულს” “ასტონ ვილა” ესტუმრება. ბირმინგემელებმა გათამაშება საკმაოდ კარგად დაიწყეს და სამი ტურის შემდეგ 7 ქულით ცხრილის მესამე საფეხურე გამაგრდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ლამბერტის შეგირდებს “ლივერპულის” კალიბრის გუნდთან ჯერ არ უთამაშიათ და სეზონის პირველი სერიოზული გამოცდა სწორედ მეოთხე ტურში ელით.
მოახლოებულ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. სტუმრები ბენტეკეს და კოზაკს მოისაკლისებენ, “ლივერპულში” კი ტრავმირებულთა კვარტეტს შკრტელი, ჩანი, ჯონსონი და სტარიჯი შეადგენენ
ტურის ყველა მატჩი და ევროპა-ბეთის კოეფიციენტები
13/09/14
არსენალი – მანჩესტერ სიტი
1 X 2
2.85 3.40 2.50
ჩელსი – სუონსი
1 X 2
1.33 5.50 10.00
კრისტალ პალასი – ბარნლი
1 X 2
2.25 3.25 3.35
საუტჰემპტონი – ნიუკასლი
1 X 2
1.80 3.50 4.80
სტოკი – ლესტერი
1 X 2
2.20 3.25 3.50
სანდერლენდი – ტოტენჰემი
1 X 2
3.45 3.40 2.15
ვესტ ბრომვიჩი – ევერტონი
1 X 2
3.40 3.30 2.20
ლივერპული – ასტონ ვილა
1 X 2
1.30 5.70 11.00
14/09/14
მანჩესტერ იუნაიტედი – ქპრ
1 X 2
1.30 5.70 11.00
15/09/14
ჰალ სიტი – ვესტ ჰემი
1 X 2
2.14 3.30 3.60