ინგლისი: მესამე ტურის მიმოხილვა
საინტერესო გამოდგა ინგლისური პრემიერლიგის მესამე ტური. უხვგოლიან და სანახაობრივ მატჩებთან ერთად რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა.
ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი
კვლავ ვერ მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”. მესამე ტურში ლუი ვან გაალის გუნდი “ბარნლის” სტუმრობდა, სადაც მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა. ტრადიციულად, ბევრს სცოდავდა მანჩსტერელთა დაცვა. “იუნაიტედის” უკანახაზელებმა მატჩის დებიუტშივე “ბარნლის” ფეხბურთელებს ორი რეალური მომენტი შეუქმნეს, თუმცა სტუმრები ჯერ ხარიხამ იხსნა, შემდეგ კი დე ხეამ იყოჩაღა.
სასტარტო შემადგნელობაში ითამაშა მანჩესტერელთა ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ, მაგრამ მას და მის ახალ თანაგუნდელებს შეტევაში ნაკლებად გამოსდიოდათ კრეატიული თამაში. “იუნაიტედმა” ბოლოს სტანდარტებითან სცადა ხიფათის შექმნა, მაგრამ უშედეგოდ.
საბოლოოდ უგოლო ფრე და მატჩის შემდეგ დაცვის ხაზში დიდი პრობლემების მქონე მანტჩესტერელები რადამელ ფალკაოს სახით კიდევ ერთ შემტევს ყიდულობენ.
ევერტონი – ჩელსი
ნამდვილი საფეხბურთო შოუ დაიდგა “გუდისონ პარკზე”, სადაც “ევერტონმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა.
სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მესამე წუთზე დიეგო კოშტას და ივანოვიჩის გოლებით უკვე 0:2-ს იგებდნენ. “ევერტონმა” პირველ ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მირალიასის შედეგიანი თამაშით ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხეს სხვაობი შემცირება და ადგილობრივი გულშემატკივრებიც მეორე ნახევარს გარკვეული იმედებით ხვდებოდნენ.
თუმცა, ის რაც მეორე ტაიმში მოხდა ფეხბურთში ძალიან დიდი იშვიათობაა. 67-ე წუთიდან, 10 წუთიან ინტერვალში გუნდებმა 5 გოლი გაცვალეს. “ჩელსიმ” მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.
ტოტენჰემი – ლივერპული
კვირას “ლივერპული” ლონდონში მესამე ტურამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე “ტოტენჰემს” ესტუმრა. ლონდონელებს სასტარტო ორ შეხვედრაში საკუთარ კარში გოლიც კი არ ჰქონდათ მიღებული. თუმცა, გასულ სეზონში დაწყებული ლონდონელთა რბევა როჯერსის შეგირდებმა არც ახალ სეზონში დაიწვიყეს და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ლივერპულელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მარიო ბალოტელიმ. იტალიელი სასარგებლო იყო და ბევრიც იბრძოლა, მაგრამ დებიუტის გოლით აღნიშვნა ვერ მოახერხა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
30/08/14
ბარნლი 0-0 მანჩესტერ იუნაიტედი
1 X 2
5.70 3.80 1.65
მანჩესტერ სიტი 0-1 სტოკი
გოლი: დიუფი 58′
1 X 2
1.22 6.85 13.00
ნიუკასლი 3-3 კრისტალ პალასი
გოლები: გეილი 1′ (0:1); იანმაატი 37′ (1:1); პანჩეონი 48′ (1:2); აარონსი 73′ (2:2); ვილიამსონი 88′ (3:2) ზაჰა 90′ (3:3)
1 X 2
1.87 3.45 4.55
ქპრ 1-0 სანდერლენდი
გოლი: ოსტინი 45′
1 X 2
2.52 3.10 3.10
სუონსი 3-0 ვესტ ბრომვიჩი
გოლები: დაიერი 2′ ; რაუტლეჯი 24′ ; დაიერი 71′
1 X 2
1.90 3.50 4.30
ვესტ ჰემი 1-3 საუთჰემპტონი
გოლები: ნობლი 27′ (1:0); შნეიდერლინი 45′ ; 68′ (1:2); პელე 83′ (1:3)
1 X 2
3.00 3.20 2.52
ევერტონი 3-6 ჩელსი
გოლები: დიეგო კოშტა 1′ (0:1); ივანოვიჩი 3′ (0:2); მირალიასი 45′ (1:2); კოულმანი 67′ (ს.კ. 1:3); ნეისმითი 69′ (2:3); მატიჩი 74′ (2:4); ეტო’ო 76′ (3:4); რამირესი 77′ (3:5); დიეგო კოშტა 90′ (3:6)
1 X 2
3.35 3.30 2.25
31/08/14
ასტონ ვილა 2-1 ჰალ სიტი
გოლები: აგბონლაჰორი 14′ (1:0); ვეიმანი 36′ (2:0); იელავიჩი 74′ (2:1)
1 X 2
2.38 3.15 3.20
ტოტენჰემი 0-3 ლივერპული
გოლები: სტერლინგი 8′ ; ჯერარდი 49′ ; ალბერტო მორენო 60′
1 X 2
2.70 3.35 2.60
ლესტერი 1-1 არსენალი
გოლები: სანჩსი 20′ (0:1); ულოა 22′ (1:1)
1 X 2
4.20 3.50 1.90