ინგლისი: მესამე ტურის პრევიუ
ინგლისური ტური ტრადიციულად დაძაბულ და უკომპრომისო მატჩებს გვპირდება. გთავაზობთ მესამე სათამაშო კვირის მატჩების პრევიუს.
ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი
ტური ბარნლიში “ტერფ მურის” სტადიონზე გაიხსნება, სადაც ადგილობრივი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.
მიმიდნარე სეზონში ორივე გუნდი ჯერჯერობით მოუგებლად ასპარეზობს. “მანჩესტერის” მსგავსად სათასო დაპირისპირებაში “ბარნლიც” დამარცხდა, თუმცა მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით და ისიც ჩემპიონშიპის წარმომადგენელთან. მანჩესტერელთა სენსაციის შესახებ კი ალბათ უკვე ყველამ იცის…
მატჩის წინ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ “იუნაიტედში” გუნდის განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვს და მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა პროგრამა მინიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნება. თუმცა, მოუგებლად “ეშმაკები” ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. უკვე დროა, რომ მანჩესტერელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვონ.
ევერტონი – ჩელსი
“არსენალთან” მატჩის შემდეგ “ევერტონს” დედაქალაქის კიდევ ერთ წარმომადგენელ, “ჩელსისთან” მოუწევს შეხვედრა. ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი “გუდისონ პარკზე” შედგება.
მასპინძლებმს ახლად დაწყებულ სეზონში გამარჯვება ჯერ ვერ მოუპოვებიათ. პრემიერლიგის გასულ ორ ტურში ლივერპულელებმა ორი ანალოგიური ფრე ითამაშეს. გარდა ამისა, შედეგის თვალსაზრისით, წარუმატებელი იყო “ევერტონის” მიერ მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებული მატჩებიც. თუმცა, “არსენალთან” ჩატარებული ბოლო ტურის შეხვედრა მარტინესის გუნდის გულშემატკივრებს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს.
საპირისპირო ვითარებაა ლონდონელთა ბანაკში. “ჩელსის” ჯერჯერობით ასპროცენტია შედეგი აქვს – ორი გამარჯვება სასტრატო ორ ტურში. თუცმა, ისიც ნათელია, რომ “ლესტერი” და “ბარნლი” “ევერტონის” კალიბრის გუნდები არ არიან.
საკადრო მდგომარეობის თვალსაზრისით მოურინიოს გუნდი მეტოქეს ოპტიმალური შემადგენლობით ეწვევა. “ევერტონს” კი ოვიედო, კონე, ბარკლი და პიენარი ვერ დაეხმარებიან.
ტოტენჰემი – ლივერპული
ლონდონური და ლივერპულური გუნდების კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა “ვაით ჰართ ლეინზე” გაიმართება, სადაც “ტოტენჰემი” “ლივერპულს” მიიღებს.
მერსისაიდელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” დაამარცხეს, თუმცა მეორე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” საკმაოდ ცუდი ფეხბურთი ითამაშეს. “ტოტენჰემი” კი მესამე ტურს ლიდერის სტატუსში ხვდება. ორ სასტარტო შეხვედრაში “მამლებმა” თანაქალაქელები “ვესტ ჰემი” და “ქპრ” დამაჯერებლად დაამარცხეს. წარმატებული იყო ლონდონელთა გამოსვლა ევროპა ლიგაზეც, სადაც პოჩეტინოს შეგირდებმა კვიპროსული “აელ”-ის ბარიერი იოლად გადალახეს.
30/08/14
ბარნლი – მანჩესტერ იუნაიტედი
1 X 2
5.70 3.80 1.65
მანჩესტერ სიტი – სტოკი
1 X 2
1.22 6.85 13.00
ნიუკასლი – კრისტალ პალასი
1 X 2
1.87 3.45 4.55
ქპრ – სანდერლენდი
1 X 2
2.52 3.10 3.10
სუონსი – ვესტ ბრომვიჩი
1 X 2
1.90 3.50 4.30
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი
1 X 2
3.00 3.20 2.52
ევერტონი – ჩელსი
1 X 2
3.35 3.30 2.25
31/08/14
ასტონ ვილა – ჰალ სიტი
1 X 2
2.38 3.15 3.20
ტოტენჰემი – ლივერპული
1 X 2
2.70 3.35 2.60
ლესტერი – არსენალი
1 X 2
4.20 3.50 1.90