ინგლისი: მეცხრე ტურის პრევიუ
ინგლისური პრემიერლიგის მეცხრე ტური რამდენიმე საინტერესო შეხვედრას გვთავაზობს, თუმცა ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს, მანჩესტერში შედგება.
ვესტ ჰემი – მანჩესტერ სიტი
ტურის პირველი მატჩი ლონდონში შედგება, სადაც “ვესტ ჰემს” “მანჩესტერ სიტი” ესტუმრება.
ლონდონელები კარგი სტარტის შედეგად 8 ტურის შემდეგ მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან და დღევანდელ მეტოქეს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მანჩესტერელები ლონდონს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სტუმრობენ, “ვესტ ჰემს” აღნიშნული სხვაობის შემცირების კარგი შანსი აქვს, თუმცა ამის გასაკეთებლად დიდი მონდომებაა საჭირო.
ტრავმების გამო მასპინძლებს დემელი, კოიატი და კეროლი ვერ დაეხმარებიან, ხოლო “სიტის” დანაკლისი მხოლოდო ფრენკ ლამაპრდის არყოფნით შემოიფარგლება.
ლივერპული – ჰალ სიტი
მადრიდის “რეალთან” პირწმინდად წაგებული მატჩის შემდეგ მერსისაიდელები საკუთარი გულშემტაკივრების თვალწინ რეაბილიტაციას “ჰალ სიტისთან” ეცდებიან.
როჯერსის შეგირდებს გამარჯვების შემთხვევაში ოთხეულში შესვლის პერსპექტივა უჩნდებათ. ამიტომ, დადებით შედეგს მასპინძლებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, გამარჯვება “ლივერპულს” პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ესაჭიროება.
აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. “ჰალ სიტი” მაკგრეგორს და სნოდგრასს მოისაკლისებს, ხოლო “ლივერპულის” შემადგენლობაში სახოს, ტარიჯს, სუსოს, და ფლანაგანს ვერ ვიხილავთ.
მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი
ტურის მთავარ შეხვედრას მანჩესტერი უმაპსინძლებს, სადაც ადგილორივ “იუნაიტედს” გათამშების ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” ესტუმრება.
ბოლო დროს მაპსინძლებმა თითქოს გამოასწორეს თამაში, თუმცა გასულ ტურში ვან გაალის გუნმა “ვესტ ბრომვიჩთან” წაიფორხილა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზც დაკარგა. ლონდონელთა ვითარება კი საპირისპიროა. მოურინიოს გუნის დამარცხება მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ვერავინ შესძლო. “ჩელსი” საკმაოდ დამაჯერებელ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, რაც მეტოქეებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.
მოახლოებულ დაპირისპირებას ორივე გუნდი საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება. “მანჩესტერს” ტრავმირებული ლინგარდი და დისკვალიფიცირებული კაპიტანი, უეინ რუნი დააკლდებიან, ხოლო ლონდონელებს ობი მიკელი, შურლე, დიეგო კოშტა და სეზარ ასპილიკუეტა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
25/10/14
ვესტ ჰემი – მანჩესტერ სიტი
1 X 2
5.45 4.20 1.61
ლივერპული – ჰალ სიტი
1 X 2
1.50 4.50 6.45
საუთჰემტონი – სტოკი
1 X 2
1.63 3.80 5.80
სანდერლენდი – არსენალი
1 X 2
4.85 3.40 1.83
ვესტ ბრომვიჩი – კრისტალ პალასი
1 X 2
1.95 3.25 4.45
სუონსი – ლესტერ სიტი
1 X 2
1.95 3.45 4.05
26/10/14
ბარნლი – ევერტონი
1 X 2
4.25 3.40 1.92
ტოტენჰემი – ნიუკასლი
1 X 2
1.80 3.60 4.60
მანჩესტერ იუნ. – ჩელსი
1 X 2
2.85 3.30 2.60
27/10/14
ქპრ – ასტონ ვილა
1 X 2
2.34 3.20 3.25