ინგლისი – რუსეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
ინგლისი – რუსეთი
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “სტად ველოდრომი”
შეხვედრის დრო: შაბათი, 11 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლ რიცოლი (იტალია)
დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისელთა პირველ მატჩს ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი ელის, მათ შორის საქართველოშიც. როი ჰოჯსონს გადასაწყვეტი აქვს, რომელი ცენტრალური თავდამსხმელი ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში – ვარდი თუ კეინი. ინგლისელები უკვე დიდი ხანია მაშტაბურ ტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ, ამიტომ ეს ევროპის ჩემპიონატი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცხადია, ტურნირის პირველ მატჩს მათთვის დიდი დატვირთვა აქვს.
ბევრის აზრით, რუსეთი აუტსაიდერია, თუმცა მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლიათ. რაც მთავარია, რუსები დიდ გუნდებს პრობლემას ხშირად უქმნიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებმა ბოლო სამი მატჩიდან გამარჯვება ვერცერთში მოახერხა. ლეონიდ სლუცკის გუნდს ტრავმების გამო დღევანდელ მატჩში გლუშაკოვი, დენისოვი და ტორბინსკი დააკლდება.
ინგლისი ბოლო 5 მატჩი:
02.06.16 | ამხ. | ინგლისი | პორტუგალია | 1:0 | |
27.05.16 | ამხ. | ინგლისი | ავსტრალია | 2:1 | |
22.05.16 | ამხ. | ინგლისი | თურქეთი | 2:1 | |
29.03.16 | ამხ. | ინგლისი | ჰოლანდია | 1:2 | |
23.06.16 | ამხ. | გერმანია | ინგლისი | 2:3 |
რუსეთის ბოლო 5 მატჩი:
05.06.16 | ამხ. | სერბეთი | რუსეთი | 1:1 | |
01.06.16 | ამხ. | რუსეთი | ჩეხეთი | 1:2 | |
29.03.16 | ამხ. | საფრანგეთი | რუსეთი | 4:2 | |
26.03.16 | ამხ. | რუსეთი | ლიტვა | 3:0 | |
17.11.15 | ამხ. | რუსეთი | ხორვატია | 1:3 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)
17.10.07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუსეთი 2:1 ინგლისი
12.09.07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ინგლისი 3:0 რუსეთი
როი ჰოჯსონი: “ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მათ მათ უმეტესობას ასეთ ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. შესაძლოა, ეს კარგი არ არის, მაგრამ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე და მოტივირებული მოთამაშეები ჩვენი უპირატესობაა. ამჟამად გუნდში მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც ევრო 2012-ზე უთამაშია.
რუსეთის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, რომლის წევრებიც ერთად უკვე დიდი ხანია თამაშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.”
ლეონიდ სლუცკი: “ინგლისის ნაკრებს კარგად რომ ვიცნობდეთ, თამაში გაგვიადვილდებოდა. თუმცა, ლოგიკურად, ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობა შევადგინეთ და მათთან სათამაშოდ მოვემზადეთ.
ჩვენს გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ასეთ დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ჩვენ მთელი ქვეყანა გვგულშემატკივრობს და გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ.
ინგლისი
– დიდი ალბათობით, უეინ რუნი 10 ნომრის როლში მოგვევლინება, მას კი ფლანგებიდან ადამ ლალანა და რაჰიმ სტერლინგი დაეხმარებიან.
– ალბათ, სათადარიგოთა რიგებში იქნება ჯეიმი ვარდი.
– პორტუგალიასთან გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა დენი როუზი, რომელიც დღესაც სასტარტოში იქნება.
რუსეთი
– რუსეთის ნაკრებისათვის ყველაზე დიდი დანაკლისი დენისოვია, რომელსაც ტრავმა აწუხებს.
– რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცენტრალური თავდამსხმელი იქნება, რომელსაც უკნიდან სამი შემტევი დაეხმარება.
– ძირითადში იქნება ნოიშტადერი, ხოლო მარცხენა მცველის პოზიციას შენიკოვი დაიკავებს.
საინტერესო ფაქტები:
– ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული ბოლო ათი მატჩიდან ათივე მოიგო.
– ბოლო შვიდი მატჩია ინგლისელებს ორ გოლზე ნაკლები არ გააქვთ.
– რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგო.
– ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართულ ბოლო სამ მატჩში რუსებს ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანიათ.
ინგლისის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ჰარტი; უელკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი; დაიერი, ალი; ლალანა, რუნი, სტერლინგი; კეინი.
რუსეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
აკინფიევი; სმოლნიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი; გოლოვინი, ნოიშტადერი; სმოლოვი, შატოვი, კოკორინი; ძიუბა.
Fanebi.Com-ის პროგნოზი
ინგლისი 2:1 რუსეთი