ინგლისი – რუსეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 11, 2016

ინგლისი – რუსეთი
შეხვედრის ადგილი: მარსელი; “სტად ველოდრომი”
შეხვედრის დრო: შაბათი, 11 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ნიკოლ რიცოლი (იტალია)


დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისელთა პირველ მატჩს ფეხბურთის ბევრი გულშემატკივარი ელის, მათ შორის საქართველოშიც. როი ჰოჯსონს გადასაწყვეტი აქვს, რომელი ცენტრალური თავდამსხმელი ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში – ვარდი თუ კეინი. ინგლისელები უკვე დიდი ხანია მაშტაბურ ტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ, ამიტომ ეს ევროპის ჩემპიონატი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცხადია, ტურნირის პირველ მატჩს მათთვის დიდი დატვირთვა აქვს.

ბევრის აზრით, რუსეთი აუტსაიდერია, თუმცა მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეუძლიათ. რაც მთავარია, რუსები დიდ გუნდებს პრობლემას ხშირად უქმნიან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებმა ბოლო სამი მატჩიდან გამარჯვება ვერცერთში მოახერხა. ლეონიდ სლუცკის გუნდს ტრავმების გამო დღევანდელ მატჩში გლუშაკოვი, დენისოვი და ტორბინსკი დააკლდება.


 

ინგლისი ბოლო 5 მატჩი:

02.06.16 ამხ. ინგლისი პორტუგალია 1:0
27.05.16 ამხ. ინგლისი ავსტრალია 2:1
22.05.16 ამხ. ინგლისი თურქეთი 2:1
29.03.16 ამხ. ინგლისი ჰოლანდია 1:2
23.06.16 ამხ. გერმანია ინგლისი 2:3

რუსეთის ბოლო 5 მატჩი:

05.06.16 ამხ. სერბეთი რუსეთი 1:1
01.06.16 ამხ. რუსეთი ჩეხეთი 1:2
29.03.16 ამხ. საფრანგეთი რუსეთი 4:2
26.03.16 ამხ. რუსეთი ლიტვა 3:0
17.11.15 ამხ. რუსეთი ხორვატია 1:3

ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი)

17.10.07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: რუსეთი 2:1 ინგლისი
12.09.07 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ინგლისი 3:0 რუსეთი


kkk

როი ჰოჯსონი: “ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მათ მათ უმეტესობას ასეთ ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ აქვს. შესაძლოა, ეს კარგი არ არის, მაგრამ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე და მოტივირებული მოთამაშეები ჩვენი უპირატესობაა. ამჟამად გუნდში მხოლოდ სამი ფეხბურთელია ისეთი, რომელთაც ევრო 2012-ზე უთამაშია.

რუსეთის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია, რომლის წევრებიც ერთად უკვე დიდი ხანია თამაშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ.”

ლეონიდ სლუცკი: “ინგლისის ნაკრებს კარგად რომ ვიცნობდეთ, თამაში გაგვიადვილდებოდა. თუმცა, ლოგიკურად, ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობა შევადგინეთ და მათთან სათამაშოდ მოვემზადეთ.

ჩვენს გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ასეთ დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ჩვენ მთელი ქვეყანა გვგულშემატკივრობს და გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ.


ინგლისი

– დიდი ალბათობით, უეინ რუნი 10 ნომრის როლში მოგვევლინება, მას კი ფლანგებიდან ადამ ლალანა და რაჰიმ სტერლინგი დაეხმარებიან.

– ალბათ, სათადარიგოთა რიგებში იქნება ჯეიმი ვარდი.

– პორტუგალიასთან გამართულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა დენი როუზი, რომელიც დღესაც სასტარტოში იქნება.

რუსეთი

– რუსეთის ნაკრებისათვის ყველაზე დიდი დანაკლისი დენისოვია, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

– რუსეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცენტრალური თავდამსხმელი იქნება, რომელსაც უკნიდან სამი შემტევი დაეხმარება.

– ძირითადში იქნება ნოიშტადერი, ხოლო მარცხენა მცველის პოზიციას შენიკოვი დაიკავებს.


 

საინტერესო ფაქტები:

– ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული ბოლო ათი მატჩიდან ათივე მოიგო.

– ბოლო შვიდი მატჩია ინგლისელებს ორ გოლზე ნაკლები არ გააქვთ.

– რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგო.

– ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართულ ბოლო სამ მატჩში რუსებს ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანიათ.

 


ინგლისის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

ჰარტი; უელკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი; დაიერი, ალი; ლალანა, რუნი, სტერლინგი; კეინი.

cats

რუსეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

აკინფიევი; სმოლნიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი; გოლოვინი, ნოიშტადერი; სმოლოვი, შატოვი, კოკორინი; ძიუბა.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი

ინგლისი 2:1 რუსეთი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მერსესაიდული კლუბის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რონალდინიო ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელი: “კრიმინალური ავტორიტეტის შვილისთვის ბურთის ართმევა ვცადე, რის გამოც მცემეს&

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ვალტერ სამუელმა, რომელმაც სახელი წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშით გაითქვა, მოზარდობის პერიოდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

16 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესი დაირქვა (ფოტო)

ნორვეგიის რიგით მესამე დივიზიონის მკვიდრმა “იუნკერენმა” 16 წლის ლიონელ მესი დაიმატა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოჩეტინო: “ექსპერიმენტები? არც მეცნიერი ვარ და არც ქიმიკოსი”

“ნიუკასლთან” გასამართ მატჩამდე ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. მაურისიო პოჩეტინო ერთ-ერთმა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 აგვისტო

“რომა” კალინიჩის შეძენას გეგმავს “რომა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერზე მუშაობს. C...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” ლგბტ თემატიკაზე შექმნილი ფორმა წარადგინა (ფოტო)

“მანჩესტერ სიტის” ტექნიკური სპონსორი Puma კლუბთან თანამშრომლობით ლგბტ თემატიკის მხარდასაჭერად შექმნილ ფორმას წარმოგვიდგენს, რომელსაც ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “ნაპოლიმ” ირვინგ ლოსანო დაიმატა

“ნაპოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველი, ირვინგ ლოსანო, გარკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეგილონმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა

მადრიდის “რეალის” წლის მცველმა, სერხიო რეგილონმა, რომელიც “სევილიაში” გახლავთ განათხოვრებული, მძიმე დაზიანება მიიღო. 22 წლის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო

“ინტერი” სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს Manchester Evening News-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო კოუტინიოს წარუმატებლობაში მესის ადანაშაულებს

“ბარსელონას” ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი რივალდო ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნში” ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერი 50 მოწინავე შავკანიანი ფეხბურთელის ანგარიშებს დააკვირდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ტვიტერის, ხელმძღვანელები მომდევნო დღეების მანძილზე ახლო მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ სეზონის მეორე წითელი ბარათი სახეში ჩარტყმისთვის მიიღო (ვიდეო)

22 აგვისტოს, გამთენიისას “დი სი იუნაიტედისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვება ნიუ-იორკელებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესს კარიერის დასრულება ბექჰემის კლუბში სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს კარიერის დასრულება “ინტერ მაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასმა “რეალის” ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, კეილორ ნავასმა, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი მარტივია – ზინედინ ზიდანი […]...
წაკითხვა