“ინგლისი საჯდომს ჰგავს, გულისამრევი საჭმლებით” – დი მარიას მეუღლე ინგლისელებზე
ანხელ დი მარიას მეუღლემ, ხორხელინა კარდოსომ, პრესასთან საუბრისას სკანდალური განცხადება გააკეთა. ამ უკანასკნელმა დი მარიას “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდზე ნეგატიურად ისაუბრა.
“მახსოვს როგორ მოვიდა ანხელი და მითხრა, რომ “მანჩესტერ იუნაიეტდისგან” შემოთავაზება ჰქონდა, რაც ფინანსურად უფრო დაცულს გაგვხვდიდა. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით. ვუთხარი, რომ შანსი არ ჰქონდა, თუ გადაწყვეტდა, მარტო უნდა წასულიყო. ძალიან მთხოვა, რომ გავყოლოდი.
ძალიან ბევრი ფული იყო საქმეში, რის გამოცა ესპანელები peseteros-ს (ხალხი, რომელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფულია) გვეძახდნენ და მართლებიც იყვნენ!
არ მინდოდა მანჩესტერში გადასვლა. იმ დროს ჯანინა მარადონასთან ვმეგობრობდი (სერხიო აგუეროს ყოფილი მეუღლე). როდესაც მადრიდიდან გავფრინდით, სწორედ მას ვესტუმრეთ ორი-სამი დღით.
ყველაფერი საშინელი იყო! სახლში მივედით და გვინდოდა, რომ მაშინვე წავსულიყავით. როდესაც ქალაქს ვტოვებდით, ანხელს ვუთხარი, რომ ინგლისის გარდა ნებისმიერი ქვეყანა აერჩია. ინგლისი ნამდვილ საჯდომს ჰგავს.
იქაური საერთოდ არაფერი მომწონდა. ქალები გაძვალტყავებულები, ცივები და უცნაურები იყვნენ. ქუჩაში მიდიოდი და არ იცოდი, ცოცხალი მიაღწევდი სახლში, თუ ვინმე მოგკლავდა. საჭმლები გულისამრევი იყო. ყველა გოგო თოჯინასავით იყო აწყობილი, მე კი ერთადერთი ვიყავი, ვინც მაკიაჟის გარეშე დადიოდა,” – აცხადებს კარდოსო.