ინგლისი – უელსი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
ინგლისი – შვეიცარია
შეხვედრის ადგილი: ლანსი; “პოლარ-დელელისი”
შეხვედრის დრო: ხუთშაბათი, 16 ივნისი; 17:00 (მატჩის რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
დღეს ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ძალიან მნიშნველოვანი და საინტერესო მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ბრიტანეთის ორი წარმომადგენელი – ინგლისი და უელსი დაუპირისპირდება.
ინგლისელებმა პირველ ტურში რუსეთის ნაკრები ვერ დაამარცხეს. რო ჰოჯსონის გუნდის თამაშის ხარისხით ძალიან ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა, ამიტომ მათთვის დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
უელსის ნაკრებმა პირველ ტურში სლოვაკეთი დაამარცხა და ახლა თავის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში, უელსელები მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებენ.
ინგლისის ბოლო 5 მატჩი:
11.06.16 | ევჩ. | ინგლისი | რუსეთი | 1:1 | |
02.06.16 | ამხ. | ინგლისი | პორტუგალია | 1:0 | |
27.05.16 | ამხ. | ინგლისი | ავსტრალია | 2:1 | |
22.05.16 | ამხ. | ინგლისი | თურქეთი | 2:1 | |
29.03.16 | ამხ. | ინგლისი | ჰოლანდია | 1:2 |
უელსის ბოლო 5 მატჩი:
11.06.16 | ევჩ. | უელსი | სლოვაკეთი | 2:1 | |
05.06.16 | ამხ. | შვედეთი | უელსი | 3:0 | |
28.03.16 | ამხ. | უკრაინა | უელსი | 1:0 | |
24.03.16 | ამხ. | უელსი | ჩრდ. ირლანდია | 1:1 | |
13.11.15 | ამხ. | უელსი | ჰოლანდია | 2:3 |
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ორი მატჩი):
06.09.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ინგლისი 1:0 უელსი
26.03.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უელსი 0:2 ინგლისი
როი ჰოჯსონი: “ამ მატჩს მთელი ბრიტანეთი და მსოფლიო უყურებს. ძმების წინააღმდეგ თამაში, მართლაც საინტერესოა. უელსმა პირველ შეხვედრაში სლოვაკეთი დაამარცხა. ვფიქრობ, ჩვენთან ისინი თავის სტილს არ უღალატებენ. პირველ მატჩში გამარჯვების გამო, შესაძლოა, ახლა ისინი მცირე წნეხის ქვეშ იყვნენ.”
კრის კოულმანი: “ჩვენ მზად ვართ. ახლა, მთავარია, ჩვენი საქმე კარგად შევასრულოთ. ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. შევეცდები, ჩემი გუნდის ფეხბურთელბს თავდაჯერებულობა შევმატო. ისინი მშვიდად უნდა იყვნენ.”
ინგლისი
– რუსეთის ნაკრებთან ნათამაშები ფრის შემდეგ, როი ჰოჯსონი რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებებზე ფიქრობს. თუმცა, შესაძლოა, მან სულაც არაფერი შეცვლაზე.
– დიდი ალბათობით, უეინ რუნი ნახევარმცველი იქნება.
– შესაძლოა, ჰოჯსონმა ძირითად შემადგენლობაში არ დააყენოს რაჰიმ სტერლინგი, რომელმაც რუსეთთან გამართულ მატჩში კარგად ვერ ითამაშა.
უელსი
– ჯო ალენი, ჯო ლედლისა და რობსონ-კანუს სლოვაკებთან გამართული მატჩის დასრუელბის შემდეგ მცირე დაზიანებები ჰქონდათ, თუმცა ისინი დღეს 100 პროცენტით მზად არიან.
საინტერესო ფაქტები:
– ინგლისელები ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 23 მატჩში არ დამარცხებულან.
– ინგლისის ნაკრებს უელსთან ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.
ინგლისის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოლკერი, ალი, დაიერი, რუნი, ლალანა, სტარიჯი, კეინი.
უელსის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ჰენესი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, ტეილორი, ლედლი, ალენი, რემზი, გუნტერი, ბეილი, რობსონ-კანუ.
Fanebi.Com-ის პროგნოზი:
ინგლისი 2:1 უელსი