ინგლისის ლიგის თასი: “სიტიმ” “სუონსი” გათამაშებას გამოთიშა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 22, 2016

დღეს ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალის მატჩები გაიმართა.

საინტერესო გამოდგა “სუონსისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება, რომელიც “ლიბერთი სთეიდიუმზე” გაიმართა. პირველი ტაიმში, გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე კლიშიმ “ქალაქელები” დააწინაურა. 68-ეზე გარსიამ ორ ბურთამდე გაზარდა “მანჩესტერ სიტის” უპირატესობა. ერთადერთი გოლის გაქვითვა მასპინძელთა მხრიდან გილფი სიგურდსონმა 90-ე წუთზე მოახერხა. საბოლოოდ, “სიტიმ”, ანგარიშით, 2-1 მოიგო და მერვედფინალში ის გავიდა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები