ინგლისის ნაკრებმა რუსეთი ვერ დაამარცხა (ვიდეო)
11 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, B ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე, ინგლისელთა ნახევარმცველმა, ერიკ დაიერმა გახსნა, რომელმაც აკინფიევის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. რუსებმა ანგარიშის გათანაბრება 91-ე წუთზე მოახერხეს – გლუშაკოვმა ინგლისელთა კარში მატჩის ბოლო გოლი გაიტანა.
ინგლისი – რუსეთი 1:1
გოლი: დაიერი 73′ – გლუშაკოვი 90+1′
გაფრთხილებები: კეჰილი 62′ – შჩენიკოვი 72′
ინგლისი: ჰარტი, უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი, ალი, დაიერი, ლალანა, რუნი (ულშირი 78′), სტერლინგი (მილნერი 87′), კეინი.
რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, ვასილი ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი, ნოიშტედტერი (გლუშაკოვი 80′), გოლოვინი (შიროკოვი 77′), შატოვი, კოკორინი, ძიუბა, სმოლოვი (მამევი 85′).