ინგლისის ნაკრებმა სლოვაკეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის ცენტრალური მატჩი ინგლისში, “უემბლიზე” გაიმართა, სადაც “სამი ლომი” იან კოზაკის მიერ გაწვრთნილ სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ მატჩის გამარჯვებული ტურის შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა, მოედანზე ორივე გუნდი ძალიან მოტივირებული და ფოკუსირებული გამოვიდა.
მატჩში ანგარიში მალევე, მესამე წუთზე გაიხსნა. თავი სლოვაკთა შემტევმა, ლობოტკამ გამოიჩინა, რასაც ერიკ დაიერმა 37-ე წუთზე უპასუხა მარკუს რეშფორდის პასის წყალობით. 59-ე წუთზე კი “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა თავადვე შესძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ინგლისის ნაკრები: ჯო ჰარტი; ბერტრანდი, ფილ ჯონსი, კეჰილი, უოკერი; დაიერი, ჰენდერსონი; დელე ალი; რეშფორდი (უელბეკი 84′), ჰარი კეინი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი (სტერლინგი 83′)
მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი
სლოვაკეთის ნაკრები: დუბრავკა; პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი; შკრინიარი, ლობოტკა; ვაისი (რუშნაკი 78′), ჰამშიკი (დუდა 79′), მაკი; ნემეცი (დურისი 59′)
მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი