ინგლისის თასის სენსაციური გამარჯვების გმირი ტრიუმფამდე 2 დღით ადრე მშენებლობაზე მუშაობდა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდზე “სატონ იუნაიტედმა” ნამდვილი სასწაული ჩაიდინა.
ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონის გუნდმა ჩემპიონშიფის ერთ-ერთი ლიდერი “ლიდს იუნაიტედი” 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი მატჩის 53-ე წუთზე 32 წლის მცველმა ჯეიმი კოლინსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
როგორც AP-ის კორესპონდენტი რობ ჰარისი ამბობს, ჯეიმი კოლინსი მატჩამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე, პარასკევს მშენებლობაზე მუშაობდა.