ინგლისის ნაკრებმა უელსი ბოლო წუთებში დაამარცხა (ვიდეო)
16 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და უელსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე გაიხსნა – გარეტ ბეილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, ჯო ჰარტმა კი ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა. ინგლისელებმა მეორე ტაიმის დაწყებიდან 11 წუთში ვარდის გოლით წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრის ბედი დამატებულ პირველ წუთზე გადაწყდა – შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა უელსელთა კარი აიღო.
B ჯგუფი
ინგლისი – უელსი 2:1
ინგლისი: ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოლკერი, ალი, დაიერი, რუნი, ლალანა (რეშფორდი 73′), სტერლინგი (სტარიჯი 46′), კეინი (ვარდი 46′).
უელსი: ჰენესი, დევისი, უილიამსი, ჩესტერი, ტეილორი, ლედლი (ედუარდსი 67′), ალენი, რემზი, გუნტერი, ბეილი, რობსონ-კანუ (უილიამსი 72′).
გოლები: ვარდი 56′, სტარიჯი 90+1′ – ბეილი 42′
გაფრთხილებები: დევისი 61′