ინგლისმა პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანა, ესპანეთმა მხოლოდ ორჯერ უპასუხა (ვიდეო)
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ჯგუფში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები მიიღო და მოულოდნელად, 2-3 დამარცხდა. ესპანელებმა რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, ინგლისი კი მე-16 წუთზე რაჰიმ სტერლინგი დააწინაურა. სულ მალე, პიკფორდს სწრაფად წამოწყებულ შეტევას კეინი შესანიშნავად გამოეხმაურა და რაშფორდი დე ხეასთან 1-1-ზე დატოვა. ისევ კეინმა გააკეთა საგოლე პასი და ტაიმის ბოლოსკენ სტერლინგს დუბლი შეასრულებინა.
მე-2 ნახევარში მოედანზე პაკო ალკასერი გამოვიდა, რამაც სრულიად შეცვალა “ფურია როხა” და ალკასერმა შემოსვლიდან 2 წუთში თავით გაიტანა. პაკოს ბოლო 5 შეხვედრაში 10 ბურთი დაუგროვდა. ესპანეთი ბევრს ეცადა, შეიძლებოდა პენალტის დანიშვნაც, იყო ძელიც, ზუსტად ბოლო წამზე რამოსმა მე-2 გოლიც გაიტანა და ყველაფერი ასე დასრულდა.
მე-4 ჯგუფში 3 ტურის შემდეგ ესპანეთს 6 ქულა აქვს, ინგლისს 4, ხორვატიას – 1.
სტატისტიკური მონაცემები: 69% ბურთის ფლობა 31%
8 კარში დარტყმა 3
15 კარისკენ დარტყმა 0
12 კუთხურები 0
ესპანეთი 2-3 ინგლისი
გოლები: პაკო ალკასერი 59, რამოსი 97 – სტერლინგი 16/38, რაშფორდი 30
ესპანეთი: დავიდ დე ხე – ჯონი, ნაჩო, რამოსი, ალონსო – ბუსკეტსი, საული (ალკასერი 59), ალკანტარა – ასპასი (სებალიოსი 59), როდრიგო (მორატა 73), ასენსიო
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ინგლისი: პიკფორდი – ტრიპიე (არნოლდი 85), მაგუაირი, გომესი, ბენი – დაიერი, ბარკლი (ვოლქერი 76), ვინქსი (ჩალობა 90) – სტერლინგი, კეინი, რაშფორდი
მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი