ინგლისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. რა ბედი ელის პრემიერ ლიგას?
ინგლისში კორონავირუსის პირველი აფეთქებისას, 2020 წლის მარტში, ყველა სპორტული ღონისძიება პრემიერ ლიგის ჩათვლით, სამი თვით გადაიდო. ქვეყნის მმართველები სოციალური დისტანციის დაცვით ცდილობდნენ სიტუაციის დარეგულირებას.
ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა 2020 წლის ზაფხულში გაგრძელდა და თითქოს ყველაფერ უკეთესობისკენ მიდიოდა. თუმცა წლის მიწურულს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, საავადმყოფოები კვლავაც გადაიტვირთა.
შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მეოთხე რანგის მკაცრი კარანტინი გამოაცხადა ინგლისის მასშტაბით. ფანებში გაჩნდა შიში, რომ პრემიერ ლიგასთან დამშვიდობება კიდევ ერთხელ მოგვიწევდა.
ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია მოპოვებულია – პრემირე ლიგა და ფეხბურთის ასოციაციის თასი ელიტარულ ტურნირებად გამოცხადდა და წესების გვერდით ავლით ფუნქციონირების უფლება მიეცათ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ უმაღლესი რანგის კარანტინი 6 იანვრიდან ამოქმედდება და მინიმუმ თებერვლამდე გასტანს.