ინგლისში მოედნიდან გაძევებულმა მოთამაშემ სტადიონზე ელექტროენერგია გათიშა (ვიდეო)
კურიოზული შემთხვევა მოხდა ინგლისში სამოყვარულო გუნდებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობს. მოედნიდან გაძევებულმა ფეხბურთელმა სტადიონზე ელექტროენერგია გათიშა.
“კიდლინგტონ დეველოპმენტსა” და “ჩელტენჰემ სარასენსს” შორის გამართული შეხვედრის (3:1) 73-ე წუთზე მოედნიდან კიდლინგტონელთა მოთამაშე ჯულიუს მურაგა გააძევეს, რომელმაც, წესის შესაბამისად, მოედანი დატოვა, შემდეგ კი სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა.
როგორც გაირკვა, დენი სწორედ მურაგამ გამორთო. მან თქვა, რომ გაძევების შემდეგ შხაპის მიღება გადაწყვიტა და ეს წყლის ჩამრთველ-გამომრთველი ეგონა, მატჩის ჩაშლა კი არც უფიქრია.
აღნიშნული ფაქტის გამო თამაში ხუთი წუთით შეჩერდა.
Julius Muraga sent off for Kidlington Development after 73 mins. Still 1-1. @westcountryfb @sportgloslive @FootyGlos @swsportsnews @SevernSport @JonPalmerSport @tonesport @MarkHalliwell1 pic.twitter.com/0BmT9IEMIA
— Jerry Howse (@howsejerry1) 24 April 2019