ინგლისთან მატჩზე, “ასტონ ვილაზე” და სამომავლო გეგმებზე – ალეკო გოგობერიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თარიღი: თებერვალი 21, 2019

ქართული ფეხბურთის ვეტერანმა – ალექსანდრე გოგობერიშვილმა 42 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, თუმცა ალეკო ფეხბურთში დარჩენას და სამწვრთნელო კურსების გავლას აპირებს…

გოგობერიშვილი 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ მოიგო დავით ყიფიანის სახელობის თასი და ერთხელ აზერბაიჯანის ჩემპიონობაც იზეიმა – როდესაც ბაკიში თამაშობდა. სტაბილური ცენტრალური ნახევარმცველი – რა გუნდებშიც იყო, ყველგან ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ალეკოს შევეხმიანეთ და კარიერიდან საინტერესო ამბები გავახსენებინეთ.

საუკეთესო პერიოდზე

ასეთი რამდენიმე იყო და კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ. თბილისის “დინამო”, “ბაკი”, |ვიტ ჯორჯია”, “მერანი”, “სიონიც”… ბოლნისის გუნდში იმ დროს მივედი, როცა ფეხბურთელები თამაშს თავს ანებებენ, მე კი იქ სამი წელი ვითამაშე და ერთ-ერთ სეზონში საუკეთესო ვეტერან ფეხბურთელადაც დამასახელეს. 36-დან 39 წლამდე ვიყავი ბოლნისისი სიონის წევრი.

გამორჩეულ მატჩებზე

უცებ რაც მახსენდება, ორი თამაში – ინგლისი v საქართველო 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი. სტუმრად, ლონდონში ჩარლტონის სტადიონზე 0:0 ვითამაშეთ მაგარ მეტოქესთან! იმ გუნდში მაშინ რიო ფერდინანდი, ჯეიმი კარაგერი და ემილ ჰესკი თამაშობდნენ.

ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი იყო, იმ შესარჩევში იტალიას 2:0 მოვუგეთ და მეორე ადგილზე გავედით. ინგლისში ფრე კი იმითაც მახსოვს, რომ სხვებზე უმცროსი ვიყავი, ერთ-ერთი დებიუტანტი, კარგად წამივიდა თამაში.

ასევე კარგად მახსენდება ინტერტოტოს თასზე მერანი – მოსკოვის “ტორპედოს” შეხვედრა. პირველ ნაბიჯებს ვდგამდი დიდ ფეხბურთში. “ტორპედოს” ძლიერი გუნდი ჰყავდა, თუმცა აქაც კარგად ვითამაშე.

ევროპიდან წინადადებაზე

კონკრეტულად წინადადებაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება იყო 1997 წელს “ასტონ ვილადან”. სხვებისგან გავიგე, პირადად მე არავინ დამკავშირებია. ეს სწორედ ინგლისთან ლონდონში თამაშის შემდეგ მოხდა…

“დრო იყო”

კიდევ შემეძლო თამაში, მაგრამ მგონი დანებების დრო იყო. უკვე 42 წლის ვარ… არც ტრავმა, არც არაფერი. უბრალოდ, შევატყვე, რომ ძველებური მოტივაცია აღარ მქონდა. თან, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უნდა მივხედო. B ლიცენზიაზე შევიტანე განცხადება და დიდი სურვილი მაქვს სამწვრთნელო საქმეს მივყვე.

ალეკო გოგობერიშვილმა 26 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 9 ქართულ კლუბში იასპარეზა. 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ კი დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტე რებიჩის ულამაზესი გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rebic’s great goal against Juventuspic.twitter.com/bCX9cX91G3 — Milan Eye (@MilanEye) May 9, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დღეს პატარა ბავშვივით ვარ” – არიენ რობენის ემოციური ინტერვიუ მატჩის შემ

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ “გრონინგენის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. დღეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენი ნაკრებში დაბრუნებას და ევრო-2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელიც დღესდღეობით “გრონინგენში” თამაშობს, ნაკრებში დაბრუნება და ევრო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ადექი, მსუქანო” – რა უთხრეს ერთმანეთს სუარესმა და “ბარსელონასR

8 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლა და ფრედ 0:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილის გოლი “ზალცბურგის” კარში (ვიდეო)

9 მაისს, ავსტრიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” საკუთარ მოედანზე “ზალცბურგს” დაუპირისპირდა და 1:3 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” ესპანელმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ “ესპანელ ლეგიონერს კარლოს კასტროსა და ჩვენს კლუბს შორის არსებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, ფილიპ ორშულა მე-2 გუნდში თამაშობს და ისიც, ძირითადად შეცვლაზე. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება”

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მჭედლიძეს მიკრო ტრავმა აქვს, თუმცა “დინამო” ჯერ არ დაუტოვებია

გუშინ ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1-0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მატჩამდე 3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “პირველი, ვისაც დავუკავშირდი, გიორგი მიქაუტაძე იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ ფლეი-ოფის განმეორებით მატჩშიც გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის “სერენი” სტუმრად “ვასლანდ-ბევერენს” უპირისპირდება. ქართ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამომ” 7000 გულშემატკივრის წინ “დინამო თბილისს” მოუგო

ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმის ახალ არენაზე გაიმართა, რომელსაც 7 ათასზე მეტი გულშემატკივარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძეს ბათუმის “დინამოს” გულშემატკივარი სტვენით შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მიმდინარე მატჩში, 63-ე წუთზე ჯანო ანანიძემ [&hellip...
წაკითხვა