ინგლისური გრანდები რაკიტიჩით დაინტერესდნენ
ლუის ვან გაალსა და მანუელ პელეგრინის ივან რაკიტიჩის შეძენა სურთ. ფეხბურთელში ისინი 25 მილიონ ევროს იხდიან და ხორვატი ფეხბურთელის შეძენას, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან.
ამ ინფრომაციას ესპანური პრესა (Sport.es-ი) ავრცელებს. მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას” ახალწვეული კარგად გამოიყურება. ლუის ენრიკე მას უკვე სრულიად ენდობა. ხოლო რაც შეეხება ბრიტანული პრესის ინფორმაციას. ინგლისელი ჟურნალისტები ავრცელებენ, რომ ,,პრემიერ ლიგის” გრანდები მზად არიან ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ლუის ვან გაალს უკვე დიდი ხანია სურს ფეხბურთელის გადმობირება. ,,წითელი ეშმაკები” ივან რაკიტიჩის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან. ,,სიტის” ხელმძღვანელობა კი აქტიურად ეძებს ფრემკ ლამპარდის შემცვლელს. ინგლისელ ფეხბურთელს კონტრაქტი ივნისში ეწურება. სწორედ, მის შემცვლელად ივან რაკიტიჩს მოიაზრებენ.