ინგლისური კლუბების სამიზნემ, ჰიტონმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა
ინგლისური “ბარნლის” მეკარემ, ტომ ჰიტონმა, რომლის გადაბირების სურვილსაც “კრისტალ პალასისა” და “ნიუკასლის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“ჩემი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში თამაში და ამით ინგლისის ნაკრებში მოხვედრის შანსების გაზრდაა. ინგლისის ნაკრებში თამაშს გემო უკვე გავუგე და ახლა მინდა, რაც შეიძლება მეტჯერ მომეცეს შანსი.
მინდა ყოველდღიურად გავაუმჯობესო ჩემი დონე, რისთვისაც აქ დარჩენა საუკეთესო ვარიანტია, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ” – აცხადებს ჰიტონი.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჰიტონი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ორჯერ მოგვევლინა ინგლისის ნაკრების კარის დარაჯის როლში.